


ჯანსაღი კვება
ცოცხალ ორგანიზმს ფუნქციონირებისა და არსებობისათვის ენერგია სჭირდება,ამიტომ ჯანმრთელმა ადამიანმა მრავალფეროვანი საკვები უნდა მიიღოს.
სასურველია, ნებისმიერმა ჩვენგანმა იცოდეს, რა ენერგიას ხარჯავს დღე-ღამის განმავლობაში და რა რაოდენობის ენერგია უნდა მიიღოს საკვებიდან,რომ თავი მხნედ და ჯანმრთელად იგრძნოს(ქიმია მე-9,გვ 16.სავ:3.).
ხშირად ჩვენ მაღაზიებში მზა საკვებ პროდუქტს ვყიდულობთ.ბევრი მათგანი ძირითად საკვებთან ერთად სხვადასხვა დანამატს შეიცავს. ეს დანამატებია:
! შემაკავშირებლები, რომლებიც პროდუქტს ფორმას აძლევს;
! კონსერვანტები, რომლებიც პროდუქტს გაფუჭებისგან იცავს;
! მღებავი საშუალებები, რომლებიც საკვებს სასიამოვნო პერს აძლევს, მაგალითად, ხილის წვენები;
! საგემოვნო დანამატები, რომლებიც საკვებს სასურველ გემოს ან სუნს აძლევს, მაგალითად, მარილი,ვანილი, პილპილი და სხვ.
ეს დანამატები ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო უნდა იყოს.
ამიტომ მათ სპეციალური გამოკვლევა უტარდება.
ყველა საკვებ პროდუქტს ეტიკეტზე აქვს წარწერა, რომელზეც მისი შედგენილობა,შენახვის ვადა და საკვების ენერგეტიკული ღირებულებაა მითითებული.
თუ მცენარეული წარმოშობის პროდუქტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის, მას უკეთდება წარწერა:"ეკოლოგიურად სუფთაა".
პროდუქტის ეტიკეტზე მოცემული საკვების ენერგეტიკული ღირებულება გამოსახულია კილოკალორიებით ან კილოჯოულებით.კილოკალორია გამოხატავს იმ ენერგიას,რომელიც ორგანიზმში საკვები პროდუქტის ქიმიური გარდაქმნის დროს გამოიყოფა.
! არ მოიხიბლო საკვები პროდუქტის მხოლოდ ლამაზი შეფუთვით.
! ყურადღებით წაიკიტხე საკვების ეტიკეტზე მისი ვარგისიანობის ვადა. ვადაგასული პროდუქტი საშიშია ჯანმრთელობისათვის.მან შეიძლება მოწამლვა გამოიწვიოს.
! გაითვალისწინე შენი ასაკის მოზარდისათვის აუცილებელი ენერგეტიკული მოთხოვნები და გამოიანგარიშე მიღებული პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულება.
! ნუ მიიღებ გაურკვეველი წარმოშობის საკვებს.
! საკვების მიღების წინ აუცილებლად დაიბანე ხელი.
! ხილი და ბოსტნეული კარგად გარეცხე გამდინარე წყალში.