Friday, October 30, 2009

რატომ ვეძახით ამ ნიშანს @ ძაღლუკას,ლეკვს და ა.შ?

იტალიურად არის კიოჩოლა (chiocciola), რაც (ასე მახსოვს) ლოკოკინას ბუდეს ნიშნავს. აი, უკან რომ აქვს მოკიდებული და მართლაც რომ წააგავს @-ს.



Tuesday, October 20, 2009

ანიმაციური ფანტაზია

საინტერესო ფლეშ-ანიმაცია. გადადით ამ ვებ-გვერდზე  http://soytuaire.labuat.com/
დაელოდეთ გვერდის ჩატვირთვას, ეკრანის ცენტრში დააწკაპუნებთ Play და შემდეგ უბრალოდ ამოძრავეთ მაუსი.

Sunday, October 18, 2009

მოსწავლეთა შეხედულებები



შეავსე კითხვარი:
! შენს თავს მიიჩნევ"ძლიერ მოსწავლედ","საშუალო მოსწავლედ" თუ ისეთ "მოსწავლედ,რომელსაც სიძნელეები აქვთ".
!შენი აზრით რა ხდება როცა მოსწავლეები ჯგუფურად მუშაობენ?
!სასარგებლო იქნება თუ არა შენთვის ჯგუფური მუშაობა?რატომ ფიქრობ ასე?
!რა ტიპის მოსწავლეებისათვის იქნება სასარგებლო ჯგუფური მუშაობა?
!რა ტიპის მოსწავლეებისათვის იქნება უსარგებლო ჯგუფური მუშაობა?რატომ ფიქრობ ასე?

Tuesday, October 13, 2009


გაინტერესებთ სწორად იღებთ თუ ხარჯავთ კალორიებს? მაშინ დააწკაპუნეთ ამ გზავნილს: http://caloriescount.com/Mod_my_plan_assessment.aspx

Tuesday, October 6, 2009

ინტერნეტი არის მოსწავლეების სწავლის გაძლიერების ინსტრუმენტი.

ტექნოლოგიების როლი ადამიანის ცხოვრებაში დიდი ტემპებით იზრდება. ინტერნეტი ფაქტიურად შლის საზღვრებს ვირტუალურ და რეალურ სამყაროს შორის. ინტერნეტი გადაიქცა ვირტუალურ სივრცედ, სადაც ადამიანები ურთიერთობენ თანამშრომლებთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან. ინტერნეტი არის მოსწავლეების სწავლის გაძლიერების, მათი კომუნიკაციისა და სოციალიზაციის ინსტრუმენტი.

იცვლება სწავლის გარემოს ხედვა. სწავლის გარემო აღარ არის შეზღუდული ფიზიკური სივრცით. მისი შემადგენელი ნაწილია ვირტუალური სივრცე, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს და მასწავლებლებს ”გავიდნენ” საკლასო ოთახის კედლებს გარეთ და დაუკავშირდნენ მთელ მსოფლიოს. აქვე აღნიშნულია, რომ ვირტუალურ სივრცეში მოსწავლეებისათვის გაცილებით მიმზიდველია მოქნილი, თავისუფალი ინსტრუმენტები და არა კომერციული პროდუქტები, მაგალითად, სხვადასხვა სახის სწავლის მართვის სისტემები (learning management systems).

ანგარიშში გამოყოფილია ექვსი ტექნოლოგია, რომლებიც ყველაზე დიდ გავლენას მოახდენენ განათლებაში უახლოეს ხუთ წელიწადში. ეს ტექნოლოგიებია:

ინტერნეტის მობილური მოწყობილობები (რომელთა საშუალებით ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტის სრული კონტენტი)

პრივატული ”ღრუბელი” (cloud computing-ის უსაფრთხო გარემო)

ღია კონტენტი (ტრადიციულ სახელმძღვანელოებთან ერთად სწავლაში ფართოდ გამოიყენება ინტერნეტში არსებული ღია საგანმანათლებლო ინფორმაცია. ბლოგები ასეთი გამოყენების ერთ-ერთი მაგალითია)

ვირტუალური, გაფართოებული და ალტერნატიული რეალობები (ეს არის სხვადასხვა სიმულატორების, ვირტუალური ექსპერიმენტების, ვირტუალური თამაშების გამოყენების ფართე შესაძლებლობები)

ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სწავლა (მობილური მოწყობილობები ადვილად დაადგენენ მოსწავლის ფიზიკურ ადგილმდებარეობას და მიაწვდიან მას ამ ადგილისათვის რელევანტურ ინფორმაციას ანუ შესაძლებელი ხდება სწავლის სოციალურ კონტექსტთან დაკავშირება)

”ჭკვიანი” ობიექტები და მოწყობილობები (ეს მოწყობილობები ადვილად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ინფორმაციისა და მედიის სხვადასხვა ობიექტებს)