აი ეს თემა მე ძალიან მიყვარს და ბევრი შემიძლია ვისაუვბრო... ეხლა დაგიკო პირებთ ჩემს ინფორმაციებსს. ესენი წიგნებიდან და ინტერნეტ წყარობიდან მქონდა ამოწერილი და ეხლა გამომდაგმება... წაიკითხეთ მას ბოლომდე... დაარსების შესახებ ბევრი ლეგენდაა ჩვენთვის ცნობილი, მიუხედავად ამისა მისი დაარსების ბევრი საკითხი მაინც გამოცანად რჩება. რომი მდებარეობს ტიბრის ნაპირებზე, შვიდ ბორცვზე, ლაციუმის დაბლობში. ეს ადგილი არამც თუ არ გამოირჩევა ჯანსაღი ჰავით, არამედ პირიქით, ყოველწლიური ტიბროსის ადიდების შედეგად მიმდებარე ველები იტბორებოდა და ჭაობდებოდა, რაც სხვადასხვა დააბადებების გავრცელებას უწყობდა ხელს. ამრიგად ეს ადგილი არ იყო იდეალური ანტიკური მეგაპოლისისთვის, მაგრამ მიუხედავად ამ ნაკლისა აქ დაარსდა მსოფლიოში ერთერთი ადრეული ზესახელმწიფოს დედაქალაქი
ყველაზე გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ტროას დაცემის შემდეგ გმირმა ენეოსმა და მისმა ახლობლებმა ბერძნებისგან თავი გაქცევით დააღწიეს. ისინი დასხდნენ გემზე და გასცურეს ბედის საძიებლად ეტრურიისკენ. იგი ჯერ მაკედონიაში გაჩერდა, შემდეგ სიცილიაში და ბოლოს დაბინავდა ლავრენტიუმში. მათ ჯერ კონფლიქტი მოუვიდად ადგილობრივ მეფე ლათინუსთან, შემდეგ კი ზოგი ვერსიით ენეოსმა დაამარცხა ლათინი და ისინი დანათესავდნენ, ხოლო სხვა ვერსიით კი ბრძოლის დაწყების წინ ლათინი წინ გამოვიდა და გამოჰკითხა ჩამოსულებს, თუ ვინ იყვნენ და საიდან, როდესაც შეიტყო მათი ამბავი, გადაწყვიტავ დამეგობრება. მეგობრობის ნიშნათ კი მიათხოვა საკუთარი ქალიშვილი ენეოსს. ამის შემდეგ ტროადანწამოსულებმა დაარსეს ქალაქი, რომელსაც ენეოსის ცოლის საპატივცემლოდ ლავინიუმი დაარქვეს. მალე ენეოსს შეეძინა ვაჟი ასკანიუსი.
ლათინუსი მალე დაიღუპა რუტულების მეფე ტურნუსთან ბრძოლაში, რის შემდეგაცვ დამარცხებულმა რუტულება დახმარება ეტრუსკული ქალაქი ცერეს მეფეს სთხოვეს. ეტრუსკებს აღელვებდათ ახალი სახელმწიფოს შექმნა და მიიჩნევდნენ მას თავისი უსაფრთოებისთვის სახიფათოდ, ამიტომ დათანხვდნენ კავშირზე. ენეოსმა კი ასეთი განსაცდელის წინაშეე გააერთიანა თავისი ერი აბორიგენებთან და ორივე ერს უწოდა ლათინები. ლათინების და ეტრუსკების ბრძოლაში ლათინებმა გაიმარჯვეს, ხოლო ენეოსი დაიღუპა, იგი დაკრძალეს მდინარე ნუმიკთან და იუპიტერი გვარისდამწყები.
ენეოსის სიკვდილის სემდეგ მისი ვაჟი ასკანიუსი ჯერ პატარა იყო. ლავინიუმს კი მისი დედა (ზოგი ვერსიით კი დედინაცვალი) ლავინია მართავდა. როდესაც იგი გაიზარდა, მან გადაწყვიტა დაეტოვებინა აყვავებული ლავინიუმი ლავინიასთვის და დაარსა ალბანეთის ქედის ძირში ქალაქი ალბა-ლონგა. ასკანიუსის სიკვდილის შემდეგ კი გამეფდა მისი ვაჟი სილვიუსი.
სილვუსის ჩამომავლები იყვნენ ალბა-ლონგას მეფე ნუმიტორი და მისი ძმა ამულიუსი. ამულიუსმა ხელში ჩაიგდო ძმის ტახტხი და რათა მის ძმისშვილს რეა სილვიას არ ჰყოლოდა შვილები, დანიშნა იგი ქალღმერთ ვესტას ქურუმად. რამდენიმე ხნის შემდეგ გაირკვა, რომ იგი ფეხმძიმედ იყო. ეს ვესტას ქურუმების წესის უხეში დარღვევა იყო. ამისთვის ქალი დაამწყვდიეს და მასთან არავის უშვებდნენ.
მცირე დროის შემდეგ გაირკვა რომ რეა სილვია ორსულადაა, მან ბავშვის მამად მარსი გამოაცხადა. ქურუმი რეა დაატყვევეს, ხოლო მეფის ბრძანებით ახალშობილი ბავშვები მდინარეში გადაეგდოთ. ტიბროსი ამ დროს ადიდებული იყო და ვისაც ნაბრძანები ჰქონდა ბავშვების დახჩობა, დატოვა ისინი ადიდებული მდინარის პირას. ლეგენდის თანახმად აქ ბავშვები იპოვა ძუ მგელმა და გამოკვება ისი თავისი რძით, შემდეგ კი ისინი იპოვა მწყემსმა ფაუსტულმა და თავის ცოლს ლარენციას გადასცა ისინი აღსაზრდელად.
რომულუსი და რემუსი ძლიერი და ლამაზი ბიჭები იზრდებოდნენ. მათ გარშემო იკრიბებოდნენ ახალგაზრდა მწყემსები და მონადირეები. ლუპერკალიუმის დღესასწაულზე ყაჩაღებმა მოიტაცეს რემუსი და ამულეუსთან მიიყვანეს და დაადანაშაულეს ნუმიტორის მიწებიდან საქონლის მოპარვაში. ამ ბრალდებით იგი ნუმიტორს გაუგზავნეს დასასჯელად. ამ ვითარებაში ფაუსტულმა გაუმხილა რომულუსს მისი და რემუსის პოვნის ამბავი, იგი უკვე მანამდეც ეჭვობდა რომ ზრდის მეფის ჩამომავლებს.
რომულუსმა მოაწყო მეფე ამულეუსის მკვლელობა და ღიად შეეგება ნუმიტორს. ალბა–ლონგაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ძმებმა არ მოისურვეს ქალაქში დარჩენა და დამოუკიდებლად ქალაქის დაარსება განიზრახეს. ამ ნაბიჯისკენ მათ იმ ფაქტმაც უბიძგა, რომ მათ გარშემო შეკრებილ გაქცეულ მონებთან ქალაქის მოქალაქეებს ურთიერთობის სურვილი არ ჰქონდათ. ვერ მოასწრეს ძმებმა ქალაქის მშენებლობის დაწყება, როდესაც ადგილის არჩევის გამო წაიჩხუბეს. რომულუსმა პალატინის ბორცვი აარჩია, ხოლო რემუსს სურდა ქალაქის რემორიასთან დაარსება. ძმებმა გადაწყვიტეს ფრინველებზე მკითხაობით გადაეწყვიტათ ეს საკითხი, რომულუსის მხრიდან ექვსი ძერა გამოფრინდა ხოლო რემუსის მხრიდან ორჯერ მეტი. ზოგი ამბობს, რომ რომულუსმა მოიტყუა და რემუსი რომ მივიდა ფრინველები მხოლოდ მაშინ გამოფრინდნენ.
რემუსი ამის გამო ძალიან გაბრაზდა და როდესაც რომულუსმა კედლის გარშემო თხრილის თხრა დაიწყო, რემუსი მას დასცინოდა და საქმეს უფუჭებდა. ერთხელაც გადაახტა თხრილს და მკვდარი დაეცა. ზოგი ამბობს რომ იგი რომულუსმა მოკლა, ხოლო სხვები ამბობენ, რომ რომულუსის მეგობარმა ცელერუსმა.
რემუსის დაკრძალვის შემდეგ რომულუსმა დაასრულა ქალაქის მშენებლობა. მან ერუტრიიდან მოიწვია ქურუმები ქალაქის საკურთხევლად. გავრცელებული აზრის მიხედვით რომი დაარსდა მაისის კალენდებამდე 11 დღით ადრე, მეექვსე ოლიმპიადიდან მესამე წელს (ძვ. წ. 753 წლის 21 აპრილი).
რომი თავდაპირველად, როგორც ავღნიშნეთ, პალატინის ბორცვზე აშენდა. მისი გალავანი ჯერ კიდევ ტაციტის დროს ჩანდა. პალატინზე იყო რომაელთა სიწმინდეები და იგი იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი. აქ იყო წმინდა ორმო, რომელშიც ახალი მოქალაქეები ინახავდნენ სანოვაგეს და ყრიდნენ თავისთვის ძვირფას მუჭა მიწას (რაც ასევე ეთანხ,ება ლეგენდას რომის დაარსების შესახებ).
პალატინის ბორცვის გარდა დასახლებული იყო კვირინალის ბორცვიც. უცნობია თუ რა კავშირები იყო ამ ორ დასახლებას შორის, მაგრამ ასეა თუ ისე, მოხდა მათი შერწყმა, თუმცა კვირინალზე არსებულ კულტებს საკუთარი ქურუმები ჰყავდათ და მათი რელიგიური კულტები არ შრწყმულა. ეს ალბათ მიუთითებს ამ ორი დასახლების მშვიდობიან შერწყმაზე.
რომის დაარსების თარიღის შესახებ
ჯერ კიდევ რომაელები ცდილობდნენ დაედგინად რომის დაარსების თარიღი. მიიჩნეოდა რომ ეს მოხდა ძვ. წ. 758-ძვ. წ. 728 წლების ინტერვალში. რომაელმა ისტორიკოსმა მარკუს ტერენციუს ვარონმა ივარაუდა რომ ეს იყო ძვ. წ. 753 წელი. ოქტავიან ავგუსტუსის ბრძანებით კი რომაული წელთაღრიცხვა (AVC)3 სწორედ ამ წლიდან დაიწყო. ხოლო კაპიტოლიუმის ფასტებში ეწერა ძვ. წ. 752 წელი. მიუხედავად წლიებში ასეთ უთანხმოებაზე, ყველა ვერსია თანხმდება რომ ეს მოხდა 21 აპრილს, ქალღმერთ პალესის დღესასწაულზე.
ლეგენდის თანახმად რომის დაარსება მოხდა ტროას დაცემიდან (ძვ. წ. 1182) 437 წლის შემდეგ, ამრიგად არა 753 წელს, არამედ ძვ. წ. 745 წელს. მარკუს ველეიუს პატერცულუსის თანახმად ეს მოხდა მზის დაბნელებამდე ცოტა ხნით ადრე. მოცემულ პერიოდში კი რომიდან ჩანდა მზის დაბნელება ძვ. წ. 745 წლის ივნისს. ვარონის დროს კი ალბათ კონსულთა სიაში ბევრი შეცდომები იყო, რადგან მის მიხედვით პირველი კონსულები 245 avc წელს იყვნენ არჩეულნი.
ანტიკური ავტორების თანახმად რომულუსი ჩაისახა ეგვიპტური თვის ქოიაქის 23 დღეს, მზის სრული დაბნელებისას. ეს მზის დაბნელება მოხდა ძვ. წ. 763 წლის 15 ივნისს და რომში იყო სულ 62% და დაიბადა ტროთის თვის 21 დღეს. იმ წელს ეს თვე 2 მარტს დაიწყო, ამრიგად რეა სილვიას ფეხმძიმობა 281 დღე გაგრძელდა და რომულუსი 23 მარტს დაიბადა. რომი კი დაარსდა ფარმუთის თვის 9 დღეს, ანუ 21 აპრილს.
როდესაც რომულუსმა რომის მშენებლობა დაიწყო, საბერძნეთში მზის დაბნელება მოხდა. ხოლო როდესაც იგი გაქრა, ლეგენდის თანახმად იგი 54 წლის იყო. მაშინ კი რომში სრული მზის დაბნელება იყო. ცნობილია რომ 93% მზის დაბნელება მოხდა ძვ. წ. 709 წლის 17 ივლისს (კვინტილიუსის ნონებში). პლუტარქეს თანახმად რომულუსი მეფობდა 37 წელი, ამრიგად ამ მზის დაბნელებით შეიძლება განისაზღვროს რომულუსის მეფობის წლები 745-709. ეს ეთანხმება კვინტუს ფაბიუს პიქტორის მოსაზრებას, რომელიც წერს რომ რომი დაარსდა მერვე ოლიმპიადის მეხუთე წელს, ანუ ძვ. წ. 747 წელს.4
არქეოლოგიური მასალები
დებატები რომის დაარსების საკითხზე დღემდე არ წყდება. ზოგი მიიჩნევს ლეგენდარულ ამბებს სიმართლის გადმოცემად, ზოგი კი სკეპტიკურად უყურებს მას. არქეოლოგია საშუალებას გვაძლევს გავერკვიოთ თუ რა და როგორ მოხდა. პალატინის ბორცვის გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა უძველესი გალავანი, რომელიც ძვ. წ. VIII საუკუნის შუა პერიოდით თარიღდება. თუმცა არქეოლოგიური მონაცემების თანახმად პალატინზე ჯერ კიდეც ძვ. წ. IX საუკუნეში არსებობდა დასახლება.
ზემოთ მოთხრობილი ლეგენდა რომაელ ისტორიკოსს ტიტუს ლივიუსს აქვს გადმოცემული. იგი წერს რომ ვინაიდან ეს მოვლენები ძალიან დიდი ხნით ადრე მოხდა, მას არ შეუძლია მათ სანდოობაზე საუბარი. მან მხოლოდ თავი მოუყარა გავრცელებულ ლეგენდას. პლუტარქე რომულუსის ბიოგრაფიაში წერს კიდევ სხვა ლეგენდებზეც. მათ საერთო ის აქვთ, რომ რომი ტროადან ჩამოსულმა ხალხმა, ან მათმა ჩამომავლებმა დაარსეს.
ერთერთი ლეგენდის მიხედვით ტროადან ჩამოსულები შემთხვევით აღმოჩდნენ ლაციუმის ნაპირებთან. ქალები მგზავრობას ცუდად იტანდნენ, ამიტომ კაცების არყოფნაში ვინმე რომას შეგულიანებით გადაწვეს გემები. როდესაც კაცები დაბრუნდნენ, ჯერ განრისხდნენ, შემდეგ კი მოუწიათ ამ ადგილას დასახლება. ახალ ქალაქში ტროელებს საქმეები კარგად წაუვიდათ, და ამიტომ ქალაქს უწოდეს რომი, რომას საპატივცემლოდ.
სხვა ლეგენდით კი სახელი რომს დაარქვა რომამ, ენეოსის ცოლმა. კიდევ ერთი ვერსიით რომი დაარსა რომანუსმა, ოდისევსის ვაჟმა.
რომულუსის წარმოშვებაზეც ალტერნატიულ ვერსიას გვთავაზობს პლუტარქე, ერთერთი ლეგენდის თანახმად რომულუსი ენეოსის ვაჟი იყო და ის და რემუსი მცირეწლოვანები იყვნენ როდესაც იტალიაში მოხვდნენ. სხვა ლეგენდით კი რომულუსი რომას ვაჟია, ვინც გადაწვა გემები. პლუტარქეს კიდევ სხვა ვერსიებიც აქვს მოყვანილი, მაგრამ ეს ალბათ არაა რომის დაარსების შესახებ არსებული ლეგენდების სრული ჩამონათვალი.
თანამედროვე ისტორიკოსების მოსაზრებები
თანამედროვე ისტორიკოსები ნდობის გარეშე უყურებენ რომის დაარსების შესახებ ლეგენდებს. ისინი ამ ლეგენდებს მხოლოდ ერთ რამეში ეთანხმებიან, ქალაქრ არ წამოშობილა სპონტანურად, ბუნებრივი დასახლების შედეგად. ამის ერთერთი მიზეზი ცუდი ჰავაა. თეოდორ მომზენი მიიჩნევს რომ რომი თავის წარმოშობაში უნდა უმადლოდეს სტრატეგიულ განლაგებას. ტიბროსი იყო ლათინებისა და ეთუსკებს შორის ბუნებრივი საზღვარი, და რომი, რომელით თავდაპირველად პალატინის ბორცვზე ციხესიმაგრეს წარმოადგენდა, ასრულებდა ავანპოსტის ფუნქციებს. იგი ასევე მდებარეობდა ლათინების სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე, რამაც უზრუნველყო მისი მნიშვნელობა ვაჭრობაში. კიდევ ერთი, იგი მოხერხებული პორტი იყო როგორც საზღვაო გემებისთვის, ასევე მდინარეზე მოცურავე ნავებისთვის. ამრიგად ვისაც არ უნდა დაეარსებინა რომი, იგი დაარსეს როგორც თავდაცვის და სავაჭრო პუნქტი.
მომზენის მიხედვით1 რომის პირველი მოსახლეები სამი ტომის წარმომადგნლები იყვნენ, ორნი აქედან რამნები და ლუცერები ლათინური წარმოშვების იყვნენ, ხოლო ტიციები კი საბინები იყვნენ. ასეთი კავშირის სასარგებლოდ მეტყველებს ლეგენდა რომის დაარსების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ რომაელთა და საბინთა ომის2 შედეგად საბინები გადმოსახლდნენ რომში და შეიქმნა სამი ტრიბი, ორი ლათინური მესამე კი საბინური. იმავეს ადასტურებს ლინგვისტური ანალიზიც, ლათინურ ენაში გაყოფა და ნაწილი არის tribuere (გასამება) და tribus (მესამედი).
მიუხედავად ცუდი ჰავისა რომმა საკმაოდ მოკლე ხანში მიაღწია ლაციუმში დომინირებას. ალბათ ეს იმიტომ მოხდა, რომ ლათინები უმეტესად მიწათმოქმედებით იყვნენ დაკავებული და გაუმაგრებელ დასახლებებში ცხოვრობდნენ, ხოლო ადრეული რომაელები კი გამაგრებული სავაჭრო ქალაქის მოქალაქეები გახდნენ. შესაძლოა ლეგენდა იმაშიც მართალია, რომ ქალაქში ბევრი თავგადასავლების მაძიებლები ჩამოდიოდნენ და სახლდებოდნენ. მომზენი რომაელებისა და დანარჩენი ლათინების ურთიერთდამოკიდებულებას ქალაქელებისა და სოფლელების დამოკიდებულებას ადარებს. ვაჭრობის ხარჯზე რომი სწრაფად მდიდრდებოდა და იზრდებოდა.
აი ეს თემა მე ძალიან მიყვარს და ბევრი შემიძლია ვისაუვბრო... ეხლა დაგიკო პირებთ ჩემს ინფორმაციებსს. ესენი წიგნებიდან და ინტერნეტ წყარობიდან მქონდა ამოწერილი და ეხლა გამომდაგმება... წაიკითხეთ მას ბოლომდე...
ReplyDeleteდაარსების შესახებ ბევრი ლეგენდაა ჩვენთვის ცნობილი, მიუხედავად ამისა მისი დაარსების ბევრი საკითხი მაინც გამოცანად რჩება. რომი მდებარეობს ტიბრის ნაპირებზე, შვიდ ბორცვზე, ლაციუმის დაბლობში. ეს ადგილი არამც თუ არ გამოირჩევა ჯანსაღი ჰავით, არამედ პირიქით, ყოველწლიური ტიბროსის ადიდების შედეგად მიმდებარე ველები იტბორებოდა და ჭაობდებოდა, რაც სხვადასხვა დააბადებების გავრცელებას უწყობდა ხელს. ამრიგად ეს ადგილი არ იყო იდეალური ანტიკური მეგაპოლისისთვის, მაგრამ მიუხედავად ამ ნაკლისა აქ დაარსდა მსოფლიოში ერთერთი ადრეული ზესახელმწიფოს დედაქალაქი
ყველაზე გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ტროას დაცემის შემდეგ გმირმა ენეოსმა და მისმა ახლობლებმა ბერძნებისგან თავი გაქცევით დააღწიეს. ისინი დასხდნენ გემზე და გასცურეს ბედის საძიებლად ეტრურიისკენ. იგი ჯერ მაკედონიაში გაჩერდა, შემდეგ სიცილიაში და ბოლოს დაბინავდა ლავრენტიუმში. მათ ჯერ კონფლიქტი მოუვიდად ადგილობრივ მეფე ლათინუსთან, შემდეგ კი ზოგი ვერსიით ენეოსმა დაამარცხა ლათინი და ისინი დანათესავდნენ, ხოლო სხვა ვერსიით კი ბრძოლის დაწყების წინ ლათინი წინ გამოვიდა და გამოჰკითხა ჩამოსულებს, თუ ვინ იყვნენ და საიდან, როდესაც შეიტყო მათი ამბავი, გადაწყვიტავ დამეგობრება. მეგობრობის ნიშნათ კი მიათხოვა საკუთარი ქალიშვილი ენეოსს. ამის შემდეგ ტროადანწამოსულებმა დაარსეს ქალაქი, რომელსაც ენეოსის ცოლის საპატივცემლოდ ლავინიუმი დაარქვეს. მალე ენეოსს შეეძინა ვაჟი ასკანიუსი.
ლათინუსი მალე დაიღუპა რუტულების მეფე ტურნუსთან ბრძოლაში, რის შემდეგაცვ დამარცხებულმა რუტულება დახმარება ეტრუსკული ქალაქი ცერეს მეფეს სთხოვეს. ეტრუსკებს აღელვებდათ ახალი სახელმწიფოს შექმნა და მიიჩნევდნენ მას თავისი უსაფრთოებისთვის სახიფათოდ, ამიტომ დათანხვდნენ კავშირზე. ენეოსმა კი ასეთი განსაცდელის წინაშეე გააერთიანა თავისი ერი აბორიგენებთან და ორივე ერს უწოდა ლათინები. ლათინების და ეტრუსკების ბრძოლაში ლათინებმა გაიმარჯვეს, ხოლო ენეოსი დაიღუპა, იგი დაკრძალეს მდინარე ნუმიკთან და იუპიტერი გვარისდამწყები.
ენეოსის სიკვდილის სემდეგ მისი ვაჟი ასკანიუსი ჯერ პატარა იყო. ლავინიუმს კი მისი დედა (ზოგი ვერსიით კი დედინაცვალი) ლავინია მართავდა. როდესაც იგი გაიზარდა, მან გადაწყვიტა დაეტოვებინა აყვავებული ლავინიუმი ლავინიასთვის და დაარსა ალბანეთის ქედის ძირში ქალაქი ალბა-ლონგა. ასკანიუსის სიკვდილის შემდეგ კი გამეფდა მისი ვაჟი სილვიუსი.
სილვუსის ჩამომავლები იყვნენ ალბა-ლონგას მეფე ნუმიტორი და მისი ძმა ამულიუსი. ამულიუსმა ხელში ჩაიგდო ძმის ტახტხი და რათა მის ძმისშვილს რეა სილვიას არ ჰყოლოდა შვილები, დანიშნა იგი ქალღმერთ ვესტას ქურუმად. რამდენიმე ხნის შემდეგ გაირკვა, რომ იგი ფეხმძიმედ იყო. ეს ვესტას ქურუმების წესის უხეში დარღვევა იყო. ამისთვის ქალი დაამწყვდიეს და მასთან არავის უშვებდნენ.
მცირე დროის შემდეგ გაირკვა რომ რეა სილვია ორსულადაა, მან ბავშვის მამად მარსი გამოაცხადა. ქურუმი რეა დაატყვევეს, ხოლო მეფის ბრძანებით ახალშობილი ბავშვები მდინარეში გადაეგდოთ. ტიბროსი ამ დროს ადიდებული იყო და ვისაც ნაბრძანები ჰქონდა ბავშვების დახჩობა, დატოვა ისინი ადიდებული მდინარის პირას. ლეგენდის თანახმად აქ ბავშვები იპოვა ძუ მგელმა და გამოკვება ისი თავისი რძით, შემდეგ კი ისინი იპოვა მწყემსმა ფაუსტულმა და თავის ცოლს ლარენციას გადასცა ისინი აღსაზრდელად.
რომულუსი და რემუსი ძლიერი და ლამაზი ბიჭები იზრდებოდნენ. მათ გარშემო იკრიბებოდნენ ახალგაზრდა მწყემსები და მონადირეები. ლუპერკალიუმის დღესასწაულზე ყაჩაღებმა მოიტაცეს რემუსი და ამულეუსთან მიიყვანეს და დაადანაშაულეს ნუმიტორის მიწებიდან საქონლის მოპარვაში. ამ ბრალდებით იგი ნუმიტორს გაუგზავნეს დასასჯელად. ამ ვითარებაში ფაუსტულმა გაუმხილა რომულუსს მისი და რემუსის პოვნის ამბავი, იგი უკვე მანამდეც ეჭვობდა რომ ზრდის მეფის ჩამომავლებს.
ReplyDeleteრომულუსმა მოაწყო მეფე ამულეუსის მკვლელობა და ღიად შეეგება ნუმიტორს. ალბა–ლონგაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ძმებმა არ მოისურვეს ქალაქში დარჩენა და დამოუკიდებლად ქალაქის დაარსება განიზრახეს. ამ ნაბიჯისკენ მათ იმ ფაქტმაც უბიძგა, რომ მათ გარშემო შეკრებილ გაქცეულ მონებთან ქალაქის მოქალაქეებს ურთიერთობის სურვილი არ ჰქონდათ. ვერ მოასწრეს ძმებმა ქალაქის მშენებლობის დაწყება, როდესაც ადგილის არჩევის გამო წაიჩხუბეს. რომულუსმა პალატინის ბორცვი აარჩია, ხოლო რემუსს სურდა ქალაქის რემორიასთან დაარსება. ძმებმა გადაწყვიტეს ფრინველებზე მკითხაობით გადაეწყვიტათ ეს საკითხი, რომულუსის მხრიდან ექვსი ძერა გამოფრინდა ხოლო რემუსის მხრიდან ორჯერ მეტი. ზოგი ამბობს, რომ რომულუსმა მოიტყუა და რემუსი რომ მივიდა ფრინველები მხოლოდ მაშინ გამოფრინდნენ.
რემუსი ამის გამო ძალიან გაბრაზდა და როდესაც რომულუსმა კედლის გარშემო თხრილის თხრა დაიწყო, რემუსი მას დასცინოდა და საქმეს უფუჭებდა. ერთხელაც გადაახტა თხრილს და მკვდარი დაეცა. ზოგი ამბობს რომ იგი რომულუსმა მოკლა, ხოლო სხვები ამბობენ, რომ რომულუსის მეგობარმა ცელერუსმა.
რემუსის დაკრძალვის შემდეგ რომულუსმა დაასრულა ქალაქის მშენებლობა. მან ერუტრიიდან მოიწვია ქურუმები ქალაქის საკურთხევლად. გავრცელებული აზრის მიხედვით რომი დაარსდა მაისის კალენდებამდე 11 დღით ადრე, მეექვსე ოლიმპიადიდან მესამე წელს (ძვ. წ. 753 წლის 21 აპრილი).
რომი თავდაპირველად, როგორც ავღნიშნეთ, პალატინის ბორცვზე აშენდა. მისი გალავანი ჯერ კიდევ ტაციტის დროს ჩანდა. პალატინზე იყო რომაელთა სიწმინდეები და იგი იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი. აქ იყო წმინდა ორმო, რომელშიც ახალი მოქალაქეები ინახავდნენ სანოვაგეს და ყრიდნენ თავისთვის ძვირფას მუჭა მიწას (რაც ასევე ეთანხ,ება ლეგენდას რომის დაარსების შესახებ).
ReplyDeleteპალატინის ბორცვის გარდა დასახლებული იყო კვირინალის ბორცვიც. უცნობია თუ რა კავშირები იყო ამ ორ დასახლებას შორის, მაგრამ ასეა თუ ისე, მოხდა მათი შერწყმა, თუმცა კვირინალზე არსებულ კულტებს საკუთარი ქურუმები ჰყავდათ და მათი რელიგიური კულტები არ შრწყმულა. ეს ალბათ მიუთითებს ამ ორი დასახლების მშვიდობიან შერწყმაზე.
რომის დაარსების თარიღის შესახებ
ჯერ კიდევ რომაელები ცდილობდნენ დაედგინად რომის დაარსების თარიღი. მიიჩნეოდა რომ ეს მოხდა ძვ. წ. 758-ძვ. წ. 728 წლების ინტერვალში. რომაელმა ისტორიკოსმა მარკუს ტერენციუს ვარონმა ივარაუდა რომ ეს იყო ძვ. წ. 753 წელი. ოქტავიან ავგუსტუსის ბრძანებით კი რომაული წელთაღრიცხვა (AVC)3 სწორედ ამ წლიდან დაიწყო. ხოლო კაპიტოლიუმის ფასტებში ეწერა ძვ. წ. 752 წელი. მიუხედავად წლიებში ასეთ უთანხმოებაზე, ყველა ვერსია თანხმდება რომ ეს მოხდა 21 აპრილს, ქალღმერთ პალესის დღესასწაულზე.
ლეგენდის თანახმად რომის დაარსება მოხდა ტროას დაცემიდან (ძვ. წ. 1182) 437 წლის შემდეგ, ამრიგად არა 753 წელს, არამედ ძვ. წ. 745 წელს. მარკუს ველეიუს პატერცულუსის თანახმად ეს მოხდა მზის დაბნელებამდე ცოტა ხნით ადრე. მოცემულ პერიოდში კი რომიდან ჩანდა მზის დაბნელება ძვ. წ. 745 წლის ივნისს. ვარონის დროს კი ალბათ კონსულთა სიაში ბევრი შეცდომები იყო, რადგან მის მიხედვით პირველი კონსულები 245 avc წელს იყვნენ არჩეულნი.
ანტიკური ავტორების თანახმად რომულუსი ჩაისახა ეგვიპტური თვის ქოიაქის 23 დღეს, მზის სრული დაბნელებისას. ეს მზის დაბნელება მოხდა ძვ. წ. 763 წლის 15 ივნისს და რომში იყო სულ 62% და დაიბადა ტროთის თვის 21 დღეს. იმ წელს ეს თვე 2 მარტს დაიწყო, ამრიგად რეა სილვიას ფეხმძიმობა 281 დღე გაგრძელდა და რომულუსი 23 მარტს დაიბადა. რომი კი დაარსდა ფარმუთის თვის 9 დღეს, ანუ 21 აპრილს.
როდესაც რომულუსმა რომის მშენებლობა დაიწყო, საბერძნეთში მზის დაბნელება მოხდა. ხოლო როდესაც იგი გაქრა, ლეგენდის თანახმად იგი 54 წლის იყო. მაშინ კი რომში სრული მზის დაბნელება იყო. ცნობილია რომ 93% მზის დაბნელება მოხდა ძვ. წ. 709 წლის 17 ივლისს (კვინტილიუსის ნონებში). პლუტარქეს თანახმად რომულუსი მეფობდა 37 წელი, ამრიგად ამ მზის დაბნელებით შეიძლება განისაზღვროს რომულუსის მეფობის წლები 745-709. ეს ეთანხმება კვინტუს ფაბიუს პიქტორის მოსაზრებას, რომელიც წერს რომ რომი დაარსდა მერვე ოლიმპიადის მეხუთე წელს, ანუ ძვ. წ. 747 წელს.4
არქეოლოგიური მასალები
დებატები რომის დაარსების საკითხზე დღემდე არ წყდება. ზოგი მიიჩნევს ლეგენდარულ ამბებს სიმართლის გადმოცემად, ზოგი კი სკეპტიკურად უყურებს მას. არქეოლოგია საშუალებას გვაძლევს გავერკვიოთ თუ რა და როგორ მოხდა. პალატინის ბორცვის გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა უძველესი გალავანი, რომელიც ძვ. წ. VIII საუკუნის შუა პერიოდით თარიღდება. თუმცა არქეოლოგიური მონაცემების თანახმად პალატინზე ჯერ კიდეც ძვ. წ. IX საუკუნეში არსებობდა დასახლება.
ზემოთ მოთხრობილი ლეგენდა რომაელ ისტორიკოსს ტიტუს ლივიუსს აქვს გადმოცემული. იგი წერს რომ ვინაიდან ეს მოვლენები ძალიან დიდი ხნით ადრე მოხდა, მას არ შეუძლია მათ სანდოობაზე საუბარი. მან მხოლოდ თავი მოუყარა გავრცელებულ ლეგენდას. პლუტარქე რომულუსის ბიოგრაფიაში წერს კიდევ სხვა ლეგენდებზეც. მათ საერთო ის აქვთ, რომ რომი ტროადან ჩამოსულმა ხალხმა, ან მათმა ჩამომავლებმა დაარსეს.
ReplyDeleteერთერთი ლეგენდის მიხედვით ტროადან ჩამოსულები შემთხვევით აღმოჩდნენ ლაციუმის ნაპირებთან. ქალები მგზავრობას ცუდად იტანდნენ, ამიტომ კაცების არყოფნაში ვინმე რომას შეგულიანებით გადაწვეს გემები. როდესაც კაცები დაბრუნდნენ, ჯერ განრისხდნენ, შემდეგ კი მოუწიათ ამ ადგილას დასახლება. ახალ ქალაქში ტროელებს საქმეები კარგად წაუვიდათ, და ამიტომ ქალაქს უწოდეს რომი, რომას საპატივცემლოდ.
სხვა ლეგენდით კი სახელი რომს დაარქვა რომამ, ენეოსის ცოლმა. კიდევ ერთი ვერსიით რომი დაარსა რომანუსმა, ოდისევსის ვაჟმა.
რომულუსის წარმოშვებაზეც ალტერნატიულ ვერსიას გვთავაზობს პლუტარქე, ერთერთი ლეგენდის თანახმად რომულუსი ენეოსის ვაჟი იყო და ის და რემუსი მცირეწლოვანები იყვნენ როდესაც იტალიაში მოხვდნენ. სხვა ლეგენდით კი რომულუსი რომას ვაჟია, ვინც გადაწვა გემები. პლუტარქეს კიდევ სხვა ვერსიებიც აქვს მოყვანილი, მაგრამ ეს ალბათ არაა რომის დაარსების შესახებ არსებული ლეგენდების სრული ჩამონათვალი.
თანამედროვე ისტორიკოსების მოსაზრებები
თანამედროვე ისტორიკოსები ნდობის გარეშე უყურებენ რომის დაარსების შესახებ ლეგენდებს. ისინი ამ ლეგენდებს მხოლოდ ერთ რამეში ეთანხმებიან, ქალაქრ არ წამოშობილა სპონტანურად, ბუნებრივი დასახლების შედეგად. ამის ერთერთი მიზეზი ცუდი ჰავაა. თეოდორ მომზენი მიიჩნევს რომ რომი თავის წარმოშობაში უნდა უმადლოდეს სტრატეგიულ განლაგებას. ტიბროსი იყო ლათინებისა და ეთუსკებს შორის ბუნებრივი საზღვარი, და რომი, რომელით თავდაპირველად პალატინის ბორცვზე ციხესიმაგრეს წარმოადგენდა, ასრულებდა ავანპოსტის ფუნქციებს. იგი ასევე მდებარეობდა ლათინების სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე, რამაც უზრუნველყო მისი მნიშვნელობა ვაჭრობაში. კიდევ ერთი, იგი მოხერხებული პორტი იყო როგორც საზღვაო გემებისთვის, ასევე მდინარეზე მოცურავე ნავებისთვის. ამრიგად ვისაც არ უნდა დაეარსებინა რომი, იგი დაარსეს როგორც თავდაცვის და სავაჭრო პუნქტი.
მომზენის მიხედვით1 რომის პირველი მოსახლეები სამი ტომის წარმომადგნლები იყვნენ, ორნი აქედან რამნები და ლუცერები ლათინური წარმოშვების იყვნენ, ხოლო ტიციები კი საბინები იყვნენ. ასეთი კავშირის სასარგებლოდ მეტყველებს ლეგენდა რომის დაარსების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ რომაელთა და საბინთა ომის2 შედეგად საბინები გადმოსახლდნენ რომში და შეიქმნა სამი ტრიბი, ორი ლათინური მესამე კი საბინური. იმავეს ადასტურებს ლინგვისტური ანალიზიც, ლათინურ ენაში გაყოფა და ნაწილი არის tribuere (გასამება) და tribus (მესამედი).
მიუხედავად ცუდი ჰავისა რომმა საკმაოდ მოკლე ხანში მიაღწია ლაციუმში დომინირებას. ალბათ ეს იმიტომ მოხდა, რომ ლათინები უმეტესად მიწათმოქმედებით იყვნენ დაკავებული და გაუმაგრებელ დასახლებებში ცხოვრობდნენ, ხოლო ადრეული რომაელები კი გამაგრებული სავაჭრო ქალაქის მოქალაქეები გახდნენ. შესაძლოა ლეგენდა იმაშიც მართალია, რომ ქალაქში ბევრი თავგადასავლების მაძიებლები ჩამოდიოდნენ და სახლდებოდნენ. მომზენი რომაელებისა და დანარჩენი ლათინების ურთიერთდამოკიდებულებას ქალაქელებისა და სოფლელების დამოკიდებულებას ადარებს. ვაჭრობის ხარჯზე რომი სწრაფად მდიდრდებოდა და იზრდებოდა.
es rac davde sakmaodsaintereso informaciebi iyo ragdgan sxvadasxva wignebidan mqonda amogebuli ade romze da romulusze tema mqonda dasaweri da isisni dagikopiret... es mxolod mis daarrrsebazea danarceni agar amikrepia isisni purcelze maq da esec didi xani damwirda... es videos dlzian momewona... mokled mimivixilav am videosac .... iseti iyo titiqos martla viyavi romshi... gavige romromi 300 wlis win sheiqmnao... legendis mixedvit romulusis mier swored amitom ewona romio is smoplios centi gaxdao xolo qristianoibis gadzlierebis shemdeq qristianuli centrico... xolo italiiis dedaqalaqi 1870 wels gaxdao... shemdeg titiqos kopolaze vimogzaure ise kargad iyo vidoe gakatebu;llui... gidma kopola znelad asasvlelioa magaram iqidan mteli romis suratebi ihlebao da amad girs namdvilado.. uamravi sapexuriaooo... lamazia martla.... m,ere muzeumshi miqel anjelos suratebi davatvaliere.... iqnve meore muzeumi gvanaxes sadac adre cixe yopilada exla mizeumia.... vira porkere ualmazei adgili agmocnda..... shemdeg romis erteti sombolo kolizeumi gavanxes videoshi.... sadac adre gladiatoruli ortabdrzlobei mimdinareobda turme daes mashindeli romelebis yvelaz3e didi agsartobad itvleboda... me ar mesmis eg..... aseve arqoologiuri arec gvacvenes... mand chemi bidzashvili yovbel wels aris titqmis da suratebs da masalebs macveneb xolme ase rom mag masalebs ganobili avr piradad... kdiev isisc gavige rom rom meorenairad parkebis qalaqsac edzaxian,..., aseve isisc gavige rom tu im dros caval roca turistebi cadian uamrovai show da uamrovi koncerti tavisi karnavalebit damxvdeba... dzlian sintereso yopila romi da didi siamovnebit wavidodi... sxvata shooris am zampxul mqonda shansi magaram me uari vtqvi da mshoblebtan ertad batumshi wavedi... ox es ojaxi... :D mas tqven giyvart romi?an yopilxart??
ReplyDelete