Saturday, November 28, 2009

ელექტროლიტები ჩვენს გარშემო და ჩვენს ორგანიზმში

! ჩაატარეთ პრაქტიკული სამუშაო და გამოიკვლიეთ ელექტროლიტია თუ არა ლიმონმჟავას წყალხსნარი?
პრაქტიკული სამუშაოს ინსტრუქცია მოცემულია 2-3 გაკვეთილში.სამუშაოს შესასრულებლად ეს ვიდეოც დაგეხმარებათ

დააწკაპუნეთ ამ გზავნილს, ნახეთ სხვა სკოლის მოსწავლის მიერ გაკეთებული სიუჟეტი-ნაწყვეტი ფილმიდან "რას ფიქრობს ქალი". თქვენი ზრით: რატომ ატარებს დენს ადამიანის ორგანიზმი?.

! მიღებული ცოდნისა და ჩატარებული სამუშაოს სისტემაში მოყვანის მიზნით დაწერეთ თემა :
„ელექტროლიტები ჩვენ გარშემო და ჩვენს ორგანიზნში".

თემაში უნდა იყოს განხილული შემდეგი საკითხები:
ექსპერიმენტის მეშვეობით ნივთიერებების ელექტროგამტარობაზე დაკვირვება ( გაკვ।2-1ექსპერიმენტი -1). მიღებული მონაცემების მიხედვით ნივთიერებაში დენის გატარების მიზეზის ახსნა. რამოდენიმე ნაერთის და მისი წყალხსნარის ელექტროგამტარობაზე პრაქტიკული სამუშაოს შესრულება(სავ।5।გვ।39). მიღებული მონაცემების მიხედვით ნაერთების დაჯგუფება :ელექტროლიტებად და არაელექტროლიტებად.
ელექტროლიტური დისოციაციის პროცესის ახსნა.
გამოკვლევა თუ,რატომ არის სასმელი წყალი ელექტროლიტი, ხოლო გამოხდილი კი არა.
რატომ არის სასურველი ვარჯიშის შემდეგ დალიო არა სუფთა , არამედ სითხე რომელიც შეიცავს იონებს ანუ ელექტროლიტს.
ყურადღების გამახვილება საქართველოს მინერალურ წყლებზე. მათი შედგენილობის გამოკვლევა და ერთმანეთთან შედარება:განაპირობებს , თუ არა,მათი შედგენილობა სამკურნალო თვისებებს და გემოს.

ექსპერიმენტის ჩატარება ბოსტნეულისგან ელექტროენერგიის მიღებაზე.
როგორ გავანათოთ სადღესასწაულო მაგიდა ლიმონით?-გამოიყენე ეს გზავნილი .
შედგება საინტერესო- შემეცნებითი პრეზენტაცია.
შეფასდება რამდენად ორიგინალურად იქნება გადმოცემული თეორიული ცოდნა და განთავსებული ინფორმაცია ინტერნეტში.
სამუშაოს შესრულებაში დაგეხმარებათ ეს ბმულები:
ლიმონი-ელექტროლიტია
პრაქტიკული სამუშაო
სამი ჯგუფის ნამუშევარი
http://sciencenick.blogspot.com/

Friday, October 30, 2009

რატომ ვეძახით ამ ნიშანს @ ძაღლუკას,ლეკვს და ა.შ?

იტალიურად არის კიოჩოლა (chiocciola), რაც (ასე მახსოვს) ლოკოკინას ბუდეს ნიშნავს. აი, უკან რომ აქვს მოკიდებული და მართლაც რომ წააგავს @-ს.



Tuesday, October 20, 2009

ანიმაციური ფანტაზია

საინტერესო ფლეშ-ანიმაცია. გადადით ამ ვებ-გვერდზე  http://soytuaire.labuat.com/
დაელოდეთ გვერდის ჩატვირთვას, ეკრანის ცენტრში დააწკაპუნებთ Play და შემდეგ უბრალოდ ამოძრავეთ მაუსი.

Sunday, October 18, 2009

მოსწავლეთა შეხედულებები



შეავსე კითხვარი:
! შენს თავს მიიჩნევ"ძლიერ მოსწავლედ","საშუალო მოსწავლედ" თუ ისეთ "მოსწავლედ,რომელსაც სიძნელეები აქვთ".
!შენი აზრით რა ხდება როცა მოსწავლეები ჯგუფურად მუშაობენ?
!სასარგებლო იქნება თუ არა შენთვის ჯგუფური მუშაობა?რატომ ფიქრობ ასე?
!რა ტიპის მოსწავლეებისათვის იქნება სასარგებლო ჯგუფური მუშაობა?
!რა ტიპის მოსწავლეებისათვის იქნება უსარგებლო ჯგუფური მუშაობა?რატომ ფიქრობ ასე?

Tuesday, October 13, 2009


გაინტერესებთ სწორად იღებთ თუ ხარჯავთ კალორიებს? მაშინ დააწკაპუნეთ ამ გზავნილს: http://caloriescount.com/Mod_my_plan_assessment.aspx

Tuesday, October 6, 2009

ინტერნეტი არის მოსწავლეების სწავლის გაძლიერების ინსტრუმენტი.

ტექნოლოგიების როლი ადამიანის ცხოვრებაში დიდი ტემპებით იზრდება. ინტერნეტი ფაქტიურად შლის საზღვრებს ვირტუალურ და რეალურ სამყაროს შორის. ინტერნეტი გადაიქცა ვირტუალურ სივრცედ, სადაც ადამიანები ურთიერთობენ თანამშრომლებთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან. ინტერნეტი არის მოსწავლეების სწავლის გაძლიერების, მათი კომუნიკაციისა და სოციალიზაციის ინსტრუმენტი.

იცვლება სწავლის გარემოს ხედვა. სწავლის გარემო აღარ არის შეზღუდული ფიზიკური სივრცით. მისი შემადგენელი ნაწილია ვირტუალური სივრცე, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს და მასწავლებლებს ”გავიდნენ” საკლასო ოთახის კედლებს გარეთ და დაუკავშირდნენ მთელ მსოფლიოს. აქვე აღნიშნულია, რომ ვირტუალურ სივრცეში მოსწავლეებისათვის გაცილებით მიმზიდველია მოქნილი, თავისუფალი ინსტრუმენტები და არა კომერციული პროდუქტები, მაგალითად, სხვადასხვა სახის სწავლის მართვის სისტემები (learning management systems).

ანგარიშში გამოყოფილია ექვსი ტექნოლოგია, რომლებიც ყველაზე დიდ გავლენას მოახდენენ განათლებაში უახლოეს ხუთ წელიწადში. ეს ტექნოლოგიებია:

ინტერნეტის მობილური მოწყობილობები (რომელთა საშუალებით ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტის სრული კონტენტი)

პრივატული ”ღრუბელი” (cloud computing-ის უსაფრთხო გარემო)

ღია კონტენტი (ტრადიციულ სახელმძღვანელოებთან ერთად სწავლაში ფართოდ გამოიყენება ინტერნეტში არსებული ღია საგანმანათლებლო ინფორმაცია. ბლოგები ასეთი გამოყენების ერთ-ერთი მაგალითია)

ვირტუალური, გაფართოებული და ალტერნატიული რეალობები (ეს არის სხვადასხვა სიმულატორების, ვირტუალური ექსპერიმენტების, ვირტუალური თამაშების გამოყენების ფართე შესაძლებლობები)

ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სწავლა (მობილური მოწყობილობები ადვილად დაადგენენ მოსწავლის ფიზიკურ ადგილმდებარეობას და მიაწვდიან მას ამ ადგილისათვის რელევანტურ ინფორმაციას ანუ შესაძლებელი ხდება სწავლის სოციალურ კონტექსტთან დაკავშირება)

”ჭკვიანი” ობიექტები და მოწყობილობები (ეს მოწყობილობები ადვილად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ინფორმაციისა და მედიის სხვადასხვა ობიექტებს)

Saturday, September 26, 2009




ჯანსაღი კვება
ცოცხალ ორგანიზმს ფუნქციონირებისა და არსებობისათვის ენერგია სჭირდება,ამიტომ ჯანმრთელმა ადამიანმა მრავალფეროვანი საკვები უნდა მიიღოს.
სასურველია, ნებისმიერმა ჩვენგანმა იცოდეს, რა ენერგიას ხარჯავს დღე-ღამის განმავლობაში და რა რაოდენობის ენერგია უნდა მიიღოს საკვებიდან,რომ თავი მხნედ და ჯანმრთელად იგრძნოს(ქიმია მე-9,გვ 16.სავ:3.).
ხშირად ჩვენ მაღაზიებში მზა საკვებ პროდუქტს ვყიდულობთ.ბევრი მათგანი ძირითად საკვებთან ერთად სხვადასხვა დანამატს შეიცავს. ეს დანამატებია:
! შემაკავშირებლები, რომლებიც პროდუქტს ფორმას აძლევს;
! კონსერვანტები, რომლებიც პროდუქტს გაფუჭებისგან იცავს;
! მღებავი საშუალებები, რომლებიც საკვებს სასიამოვნო პერს აძლევს, მაგალითად, ხილის წვენები;
! საგემოვნო დანამატები, რომლებიც საკვებს სასურველ გემოს ან სუნს აძლევს, მაგალითად, მარილი,ვანილი, პილპილი და სხვ.
ეს დანამატები ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო უნდა იყოს.
ამიტომ მათ სპეციალური გამოკვლევა უტარდება.
ყველა საკვებ პროდუქტს ეტიკეტზე აქვს წარწერა, რომელზეც მისი შედგენილობა,შენახვის ვადა და საკვების ენერგეტიკული ღირებულებაა მითითებული.
თუ მცენარეული წარმოშობის პროდუქტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის, მას უკეთდება წარწერა:"ეკოლოგიურად სუფთაა".
პროდუქტის ეტიკეტზე მოცემული საკვების ენერგეტიკული ღირებულება გამოსახულია კილოკალორიებით ან კილოჯოულებით.კილოკალორია გამოხატავს იმ ენერგიას,რომელიც ორგანიზმში საკვები პროდუქტის ქიმიური გარდაქმნის დროს გამოიყოფა.
! არ მოიხიბლო საკვები პროდუქტის მხოლოდ ლამაზი შეფუთვით.
! ყურადღებით წაიკიტხე საკვების ეტიკეტზე მისი ვარგისიანობის ვადა. ვადაგასული პროდუქტი საშიშია ჯანმრთელობისათვის.მან შეიძლება მოწამლვა გამოიწვიოს.
! გაითვალისწინე შენი ასაკის მოზარდისათვის აუცილებელი ენერგეტიკული მოთხოვნები და გამოიანგარიშე მიღებული პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულება.
! ნუ მიიღებ გაურკვეველი წარმოშობის საკვებს.
! საკვების მიღების წინ აუცილებლად დაიბანე ხელი.
! ხილი და ბოსტნეული კარგად გარეცხე გამდინარე წყალში.

Friday, September 25, 2009

110 წლის ქალბატონს ჰკითხეს მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლოს შესახებ,პასუხი
ერთმნიშვნელოვანი იყო:მაწონი



1. პროექტის სახელი: “მაწონი”

2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: პროექტის მონაწილეები იკვლევენ მაწვნის წარმოშობის ისტორიას,მის სასარგებლო თვისებებს,მისი მომზადების, მირთმევის, გამოყენების თავისებურებებს კულინარიაში,თეორიულად მიღებული ცოდნის გამოიყენებას პრაქტიკაში(ქიმიური რეაქციის მიმდინარეობის კანონზომიერებებს),მოძიებული ინფორმაციის განთავსებას ინტერნეტში.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ერთ-ერთ ცნობილ კერძს მაწონს. გამოიკვლევენ მაწონის წარმოშობის ისტორიას და ამ პროდუქტის სარგებლობას . გაიგებენ საქართველოს, რომელ კუთხეებში ამზადებენ მაწონს და რა ტრადიციები ახლავს მის დამზადებას. შეისწავლიან როგორ მიირთმევდნენ მაწონს საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში განსხვავებულ ეპოქებში.გამოიკვლევენ მაწონის კვებით ღირებულებას ,საჭირო ინგრედიენტებს მის დასამზადებლად, რა სახის ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს მაწვნის დამზადების დროს,რა პირობაა აუცილებელი ამ რეაქციის წარმართვისათვის და რა გარეგნული ნიშნით მიმდინარეობს ეს ქიმიური რეაქცია. შეფასდება მომზადების პროცესი. რამდენად იქნება დაცული ჰიგიენა და ტექნოლოგია,რამდენად ორიგინალურად იქნება გადმოცემული თეორიული ცოდნა. განათავსებენ მოძიებულ ინფორმაციას ინტერნეტში.

4. მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი

5. ვადები/ხანგრძლივობა: 01.09.2009 წელი- 01.10.2009 წელი

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ინფორმაციის შეგროვება,დამუშავება დახარისხება,ანალიზის,კომუნიკაციის,ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაუბის უნდა-ჩვევის განვითარება დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე,ნამუშევრების განთავსება ბლოგში .

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გამოიყენებენ კვლევის თანამედროვე მეთოდებს; ლიტერატურის მოძიებას და გამოყენებას; ექსპერიმენტის დაგეგმვას და წარმართვას,მონაცემთა შეგროვება-დამუშავებას; კრიტიკულ ანალიზს,დასკვნების გამოტანას. გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობას, შეისწავლიან web2.0 ის სერვისებს. შედგება საინტერესო- შემეცნებითი პრეზენტაციები.
სარეკლამო ბუკლეტის ან ვიდეო რგოლის გადაღება,რომელიც უამრავ ადამიანს გააცნობს მაწვნის სასარგებლო თვისებებს და შეუცყობს ხელს მის პოპულარიზაციას.

8. სარგებელი სხვებისთვის: გააცნობენ თავის თანატოლებს ინტერნეტის საშუალებით თავიანთ პროექტს.

9. სამუშაო ენა: ქართული.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში - ისტორიაში (შეისწავლიან საქართველოს კუთხეებს),გეოგრაფიაში (შეისწავლიან სხვა და სხვა კუთხეების გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას). ბიოლოგიაში(ბუნ.8.3) , ქიმიაში (ბუნ.9.10). საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინტერნეტში მასალების მოძიებით,დამუშავებით, პრეზენტაციების მომზადებით, ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით) და სხვ.