Tuesday, October 6, 2009

ინტერნეტი არის მოსწავლეების სწავლის გაძლიერების ინსტრუმენტი.

ტექნოლოგიების როლი ადამიანის ცხოვრებაში დიდი ტემპებით იზრდება. ინტერნეტი ფაქტიურად შლის საზღვრებს ვირტუალურ და რეალურ სამყაროს შორის. ინტერნეტი გადაიქცა ვირტუალურ სივრცედ, სადაც ადამიანები ურთიერთობენ თანამშრომლებთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან. ინტერნეტი არის მოსწავლეების სწავლის გაძლიერების, მათი კომუნიკაციისა და სოციალიზაციის ინსტრუმენტი.

იცვლება სწავლის გარემოს ხედვა. სწავლის გარემო აღარ არის შეზღუდული ფიზიკური სივრცით. მისი შემადგენელი ნაწილია ვირტუალური სივრცე, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს და მასწავლებლებს ”გავიდნენ” საკლასო ოთახის კედლებს გარეთ და დაუკავშირდნენ მთელ მსოფლიოს. აქვე აღნიშნულია, რომ ვირტუალურ სივრცეში მოსწავლეებისათვის გაცილებით მიმზიდველია მოქნილი, თავისუფალი ინსტრუმენტები და არა კომერციული პროდუქტები, მაგალითად, სხვადასხვა სახის სწავლის მართვის სისტემები (learning management systems).

ანგარიშში გამოყოფილია ექვსი ტექნოლოგია, რომლებიც ყველაზე დიდ გავლენას მოახდენენ განათლებაში უახლოეს ხუთ წელიწადში. ეს ტექნოლოგიებია:

ინტერნეტის მობილური მოწყობილობები (რომელთა საშუალებით ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტის სრული კონტენტი)

პრივატული ”ღრუბელი” (cloud computing-ის უსაფრთხო გარემო)

ღია კონტენტი (ტრადიციულ სახელმძღვანელოებთან ერთად სწავლაში ფართოდ გამოიყენება ინტერნეტში არსებული ღია საგანმანათლებლო ინფორმაცია. ბლოგები ასეთი გამოყენების ერთ-ერთი მაგალითია)

ვირტუალური, გაფართოებული და ალტერნატიული რეალობები (ეს არის სხვადასხვა სიმულატორების, ვირტუალური ექსპერიმენტების, ვირტუალური თამაშების გამოყენების ფართე შესაძლებლობები)

ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სწავლა (მობილური მოწყობილობები ადვილად დაადგენენ მოსწავლის ფიზიკურ ადგილმდებარეობას და მიაწვდიან მას ამ ადგილისათვის რელევანტურ ინფორმაციას ანუ შესაძლებელი ხდება სწავლის სოციალურ კონტექსტთან დაკავშირება)

”ჭკვიანი” ობიექტები და მოწყობილობები (ეს მოწყობილობები ადვილად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ინფორმაციისა და მედიის სხვადასხვა ობიექტებს)

2 comments:

  1. სწავლის გარემო აღარ არის შეზღუდული ფიზიკური სივრცით. getanxmebit maS. me piradad dzalian momcons ese mushaoba:)

    ReplyDelete
  2. ია მას ბევრი ვიწვალე და ბოლომდე წაიკიტხეთ თუ ჩემი ხათრი გაქვთ... მაშ ასე!!! ჩემი აზრით ინტერნეტ-ტექნოლოგიების განვითარება პრიორიტეტული ხდება.... თანამედროვე მსოფლიოში ინტერნეტ-ტექნოლოგიების სხვადასხვა კუთხით გამოყენება ერთ-ერთ ეფექტურ და მძლავრ საშუალებად ითვლება. საქართველოში ჯერჯერობით მათი დანერგვის მიმართულებით მხოლოდ პირველი ნაბიჯები იდგმება.ბუნებრივია, ნებისმიერი საზოგადოების განვითარების უზარმაზარი ხელშემწყობი ფაქტორი განათლებაა, განსაკუთრებით ახალი თაობის... ძალიან კარგი რომ ჩვენც ახალი თაობის ვირტვალური საshვალებით რეალურად ვიგებთ ცოდნას, რომელიც ბევრად უფრო საფუძვლიანია ჩემთვის... ასეც რომ არ იყო სხვა რა გზა დაგვრჩენია აბა სად არის ჩევენს სკოლაში ლაბორატორია? ჩვენი საქმიანობა გულისხმობს არა მხოლოდ გარკვეული ტექნოლოგიების, არამედ განვითარებას სწორედ ინტერნეტ კულტურის გზით... ეხლა იქ განათლების სამინისტროში ვნახოთ რა ხდება ?( ია მასი ამბობს ხოლმე)ახალი ტექნოლოგიები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტია. ამასწინებზე ერთ საიტზე წავიკითხე რომ ყველა მოსწავლეს თუ სტუდენტს უნდა შეეძლოს ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება და ასევე გულისხმობს ინფორმატიკის, როგორც პროფესიული და აკადემიური დისციპლინის განვითარებას. ეს, სხვა ყველაფერთან ერთად, ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესs.....იმას დიდი ხანია მივხვდი რომ ია მასწავლებელი ტყვილა არ გვტხოვს ბლოგების გაკეტებას... ჩემი ინტერნეტსი ქექვის შემდეგ გაირკვა ასევე საქართველოს ყველა სკოლისა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ჩართვა ინტერნეტში და ერთიანი საგანმანათლებლო ქსელის შექმნა შესაბამისი ინფორმაციული მომსახურებით... ასე რომ ჯობია ეს სახლაისო ბლოგები არ დაგვეზაროს და გავაკეთიტ... თავიდან არ დავმალავ და მეც მეზარებოდა მარა მერე აზარტსი შევედი და ეხლა ინერნეთის აქტიური მომხმარებელი ვარ.. რაც უპრო შორს მიდიხარ მით უპროშორს გიდნა წასვლა... ამიტომ ჩემს თავსაც და თქვენც წარმატებეს გისურვებთ ამ შორეულ გზაზე...

    ReplyDelete