Tuesday, April 27, 2010

არამეტალები, მათი მნიშვნელოვანი ნაერთები და გამოყენება

ვისწავლოთ გაკვეთილი 3-7.
ჰალოგენები.
ჟანგბადი და გოგირდი.
აზოტი და ფოსფორი.
ნახშირბადი და სილიციუმი.

ჰალოგენები მიეკუთვნება არამეტალთა ძალზე აქტიურ ჯგუფს,რომლის ნებისმიერი წევრი მარტივი ნივთიერების სახით ტოქსიკურია,აღიზიანებს თვალებს,სასუნთქ გზებს,ხოლო ჭარბი კონცენტრაციისას იწვევს სიკვდილს.
იცით, თუ არა:
რომელი ნივთიერების ნაკლებობა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებას-ჩიყვს?
რა ზომებს უნდა მივმართოთ ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად?
რომელი ნივთიერება გამოიყენება სასმელი წყლისა და საცურაო აუზების დეზინფიცირებისათვის?
აქვს თა არა ამ ნივთიერებას უარყოფითი შედეგები?
რომელი არამეტალის შემცველი კბილის პასტა უნდა ვიხმაროთ, რომ დავიცვათ კბილის ემალი დაშლისაგან?
ხელოვნების ნიმუშებს და სამუზეუმო ექსპონატებს როგორ პირბებში ინახავენ,რომელ აირში,რომ არ დაზიანდნენ?
რა მსგავსება და განსხვავებაა ალმასსა და გრაფიტს შორის?და სხვ.



ნისლიან საღამოს ავტომობილის ფარები მკაფიოდ ანათებს।ასეთი ნათების საშუალებას აირები-ჰალოგენები იძლევა.

მოვიძიოთ ინფორმაცია :
ითვლება თუ არა მჯავა წვიმები გლობალური ეკოლოგიური პრობლემა?რომელი ოქსიდების არსებობა ხელს უწყობს ამ პრობლემის წარმოქმნას?

ოზონის დამცავი ფენის გარეშე სიცოცხლე შესაძლებელი იქნებოდა ?

რა იწვევს გლობალურ დათბობას?
დავალების შესასრულებლად დაიხმარეთ თქვენი მეგობრების პოსტები:
http://ekologiaaa.blogspot.com/

http://elene-ej.blogspot.com/
http://chemistrylovermari.blogspot.com/
მარის პოსტი

Thursday, March 4, 2010

ეს საინტერესოა!

სცადე გალვანური ელემენტის დამზადება:

რა შეცდომას უშვებს გამხმოვანებელი?

რატომაა თეთრი ქაღალდი თეთრი ფერის?

Monday, February 1, 2010

არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასები

დღეისათვის   უამრავი ნივთიერებაა  ცნობილი. მსგავსი  შედგენილობისა  და  ქიმიური თვისებების მქონე ნივთიერებები  ცალკ-ცალკე  დააჯგუფეს და ამ ჯგუფებს  „კლასები“  უწოდეს. ასე შედგა  ნაერთთა  4   ძირითადი  კლასი- ოქსიდების, მჟავეების, ფუძეებისა  და მარილების.
გაგრძელება ნახეთ ამ გზავნილზე- არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასები

დავალების შესრულების დროს გამოიყენე სხნადობის ცხრილი

Tuesday, January 12, 2010

დავაკვირდეთ სხვადასხვა ნივთიერებების ელექტროგამტარობას

სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით გამოვიკვლიოთ , რომელი ნივთიერება ატარებს და რომელი არ ატარებს ელექტრულ დენს.თუ ნივთიერება ელექტრულ დენს ატარებს, მოცემულ ხელსაწყოზე მოთავსებული ნათურა აინთება.




მყარი შაქარი , მარილი და ტუტე ნათურას არ ანათებს ე. ი.აღებული ნივთიერებები მყარ მდგომარეობაში დენს არ ატარებენ.საინტერესოა, გაატარებს თუ არა დენს ამ ნივთიერებების წყალხსნარები?
მარილის , ტუტის და მჟავის წყალხსნარმა ნათურა აანთო, ე. ი. ამ ნივთიერებების წყალხსნარები დენს ატარებენ.
ნივთიერების წყალხსნარი, რომელიც ელექტრულ დენს ატარებს -ელექტროლიტი ეწოდება.



სპირტი , შაქარის წყალხსნარი და გამოხდილი წყალი არაელექტროლიტია-ნათურა არ აინთო.
გამოვიკვლიოთ რატომ ატარებს ელექტრულ დენს სუფრის მარილის წყალხსნარი?
სუფრის მარილის წყალში გახსნის მექანიზმი:
!წყლის დიპოლები (პოლარული მოლეკულა დადებითი და უარყოფითი პოლუსით)ორიენტირდება მარილის კრისტალის იონების მიმართ საწინააღმდეგო ნიშნის პოლუსით.
! წყლის დიპოლი დადებითი პოლუსით იზიდავს ქლორის უარყოფით იონებს, უარყოფითი პოლუსით კი ნატრიუმის დადებით იონებს.
! კრისტალში იონებს შორის მიზიდვის ძალები თანდათან სუსტდება და ბმა წყდება.
წყლის დიპოლებით გარშემორტყმული ნატრიუმის დადებითი და ქლორის უარყოფითი იონები წყალში გადადიან და თავისუფალ მოძრაობას იწყებენ.
წყლის დიპოლებით გარშემორტყმულ იონებს-ჰიდრატირებული იონები ეწოდება.



როდესაც
ჩვენს მიერ გაკეთებულ მოწყობილობას ელექტრულ წრედში ჩავრთავთ, დადებითად დამუხტული იონები მოძრაობს უარყოფითი ელექტროდისაკენ, უარყოფითად დამუხტული იონი კი გადაადგილდება დადებითი ელექტროდისაკენ.სწორედ ელექტროდებისაკენ იონთა მიმართული მოძრაობა განაპირობებს ხსნარში ელექტრული დენის გატარებას, რის შედეგადაც ნათურა ინთება.
ე.ი.ნივთიერების ელექტროგამტარობა განპირობებულია მასში იონების არსებობით.
რთულ ნივთიერებებს, რომლებიც წყალში გახსნისას ან გალღობისას იონებად იშლება და ამიტომ ელექტრულ დენს ატარებენ, ელექტროლიტები ეწოდება.
რთულ ნივთიერებებს, რომლებიც წყალში გახსნისას ან გალღობისას იონებად არ იშლება და ამიტომ ელექტრულ დენს არ ატარებენ, არაელექტროლიტები ეწოდება.

წყალში გახსნისას ან გალღობისას ელექტროლიტის იონებად დაშლას ელექტროლიტური დისოციაცია ეწოდება.





ქლორწყალბადის წყალხსნარის ელექტროლიტური დისოციაციის მექანიზმი(გვ।44):




წარმოიქმნება წყალბადის და ქლორის ჰიდრატირებული იონები.







ელექტროლიტებისა და არაელექტროლიტების ცნება (ისევე, როგორც ტერმინი "იონები")შემოიღო ინგლისელმა ფიზიკოსმა მაიკლ ფარადეიმ 19 საუკუნის 30-იან წლებში.

დაათვალიერე შენი თანატოლების მიერ დადებული პოსტები ამ თემაზე:
ანი შიო
გიორგი გვანცა
გუგა ჯგუფი
გიორგი ბექა
ნიკა ჯგუფი oto
ანა ლაშა
ელენე ჯგუფები
მარიამი
" ელექტროლიტები ჩვენს გარშემო და ჩვენ ორგანიზმში"



Saturday, November 28, 2009

ელექტროლიტები ჩვენს გარშემო და ჩვენს ორგანიზმში

! ჩაატარეთ პრაქტიკული სამუშაო და გამოიკვლიეთ ელექტროლიტია თუ არა ლიმონმჟავას წყალხსნარი?
პრაქტიკული სამუშაოს ინსტრუქცია მოცემულია 2-3 გაკვეთილში.სამუშაოს შესასრულებლად ეს ვიდეოც დაგეხმარებათ

დააწკაპუნეთ ამ გზავნილს, ნახეთ სხვა სკოლის მოსწავლის მიერ გაკეთებული სიუჟეტი-ნაწყვეტი ფილმიდან "რას ფიქრობს ქალი". თქვენი ზრით: რატომ ატარებს დენს ადამიანის ორგანიზმი?.

! მიღებული ცოდნისა და ჩატარებული სამუშაოს სისტემაში მოყვანის მიზნით დაწერეთ თემა :
„ელექტროლიტები ჩვენ გარშემო და ჩვენს ორგანიზნში".

თემაში უნდა იყოს განხილული შემდეგი საკითხები:
ექსპერიმენტის მეშვეობით ნივთიერებების ელექტროგამტარობაზე დაკვირვება ( გაკვ।2-1ექსპერიმენტი -1). მიღებული მონაცემების მიხედვით ნივთიერებაში დენის გატარების მიზეზის ახსნა. რამოდენიმე ნაერთის და მისი წყალხსნარის ელექტროგამტარობაზე პრაქტიკული სამუშაოს შესრულება(სავ।5।გვ।39). მიღებული მონაცემების მიხედვით ნაერთების დაჯგუფება :ელექტროლიტებად და არაელექტროლიტებად.
ელექტროლიტური დისოციაციის პროცესის ახსნა.
გამოკვლევა თუ,რატომ არის სასმელი წყალი ელექტროლიტი, ხოლო გამოხდილი კი არა.
რატომ არის სასურველი ვარჯიშის შემდეგ დალიო არა სუფთა , არამედ სითხე რომელიც შეიცავს იონებს ანუ ელექტროლიტს.
ყურადღების გამახვილება საქართველოს მინერალურ წყლებზე. მათი შედგენილობის გამოკვლევა და ერთმანეთთან შედარება:განაპირობებს , თუ არა,მათი შედგენილობა სამკურნალო თვისებებს და გემოს.

ექსპერიმენტის ჩატარება ბოსტნეულისგან ელექტროენერგიის მიღებაზე.
როგორ გავანათოთ სადღესასწაულო მაგიდა ლიმონით?-გამოიყენე ეს გზავნილი .
შედგება საინტერესო- შემეცნებითი პრეზენტაცია.
შეფასდება რამდენად ორიგინალურად იქნება გადმოცემული თეორიული ცოდნა და განთავსებული ინფორმაცია ინტერნეტში.
სამუშაოს შესრულებაში დაგეხმარებათ ეს ბმულები:
ლიმონი-ელექტროლიტია
პრაქტიკული სამუშაო
სამი ჯგუფის ნამუშევარი
http://sciencenick.blogspot.com/

Friday, October 30, 2009

რატომ ვეძახით ამ ნიშანს @ ძაღლუკას,ლეკვს და ა.შ?

იტალიურად არის კიოჩოლა (chiocciola), რაც (ასე მახსოვს) ლოკოკინას ბუდეს ნიშნავს. აი, უკან რომ აქვს მოკიდებული და მართლაც რომ წააგავს @-ს.