Tuesday, January 12, 2010

დავაკვირდეთ სხვადასხვა ნივთიერებების ელექტროგამტარობას

სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით გამოვიკვლიოთ , რომელი ნივთიერება ატარებს და რომელი არ ატარებს ელექტრულ დენს.თუ ნივთიერება ელექტრულ დენს ატარებს, მოცემულ ხელსაწყოზე მოთავსებული ნათურა აინთება.




მყარი შაქარი , მარილი და ტუტე ნათურას არ ანათებს ე. ი.აღებული ნივთიერებები მყარ მდგომარეობაში დენს არ ატარებენ.საინტერესოა, გაატარებს თუ არა დენს ამ ნივთიერებების წყალხსნარები?
მარილის , ტუტის და მჟავის წყალხსნარმა ნათურა აანთო, ე. ი. ამ ნივთიერებების წყალხსნარები დენს ატარებენ.
ნივთიერების წყალხსნარი, რომელიც ელექტრულ დენს ატარებს -ელექტროლიტი ეწოდება.



სპირტი , შაქარის წყალხსნარი და გამოხდილი წყალი არაელექტროლიტია-ნათურა არ აინთო.
გამოვიკვლიოთ რატომ ატარებს ელექტრულ დენს სუფრის მარილის წყალხსნარი?
სუფრის მარილის წყალში გახსნის მექანიზმი:
!წყლის დიპოლები (პოლარული მოლეკულა დადებითი და უარყოფითი პოლუსით)ორიენტირდება მარილის კრისტალის იონების მიმართ საწინააღმდეგო ნიშნის პოლუსით.
! წყლის დიპოლი დადებითი პოლუსით იზიდავს ქლორის უარყოფით იონებს, უარყოფითი პოლუსით კი ნატრიუმის დადებით იონებს.
! კრისტალში იონებს შორის მიზიდვის ძალები თანდათან სუსტდება და ბმა წყდება.
წყლის დიპოლებით გარშემორტყმული ნატრიუმის დადებითი და ქლორის უარყოფითი იონები წყალში გადადიან და თავისუფალ მოძრაობას იწყებენ.
წყლის დიპოლებით გარშემორტყმულ იონებს-ჰიდრატირებული იონები ეწოდება.



როდესაც
ჩვენს მიერ გაკეთებულ მოწყობილობას ელექტრულ წრედში ჩავრთავთ, დადებითად დამუხტული იონები მოძრაობს უარყოფითი ელექტროდისაკენ, უარყოფითად დამუხტული იონი კი გადაადგილდება დადებითი ელექტროდისაკენ.სწორედ ელექტროდებისაკენ იონთა მიმართული მოძრაობა განაპირობებს ხსნარში ელექტრული დენის გატარებას, რის შედეგადაც ნათურა ინთება.
ე.ი.ნივთიერების ელექტროგამტარობა განპირობებულია მასში იონების არსებობით.
რთულ ნივთიერებებს, რომლებიც წყალში გახსნისას ან გალღობისას იონებად იშლება და ამიტომ ელექტრულ დენს ატარებენ, ელექტროლიტები ეწოდება.
რთულ ნივთიერებებს, რომლებიც წყალში გახსნისას ან გალღობისას იონებად არ იშლება და ამიტომ ელექტრულ დენს არ ატარებენ, არაელექტროლიტები ეწოდება.

წყალში გახსნისას ან გალღობისას ელექტროლიტის იონებად დაშლას ელექტროლიტური დისოციაცია ეწოდება.





ქლორწყალბადის წყალხსნარის ელექტროლიტური დისოციაციის მექანიზმი(გვ।44):




წარმოიქმნება წყალბადის და ქლორის ჰიდრატირებული იონები.







ელექტროლიტებისა და არაელექტროლიტების ცნება (ისევე, როგორც ტერმინი "იონები")შემოიღო ინგლისელმა ფიზიკოსმა მაიკლ ფარადეიმ 19 საუკუნის 30-იან წლებში.

დაათვალიერე შენი თანატოლების მიერ დადებული პოსტები ამ თემაზე:
ანი შიო
გიორგი გვანცა
გუგა ჯგუფი
გიორგი ბექა
ნიკა ჯგუფი oto
ანა ლაშა
ელენე ჯგუფები
მარიამი
" ელექტროლიტები ჩვენს გარშემო და ჩვენ ორგანიზმში"



Saturday, November 28, 2009

ელექტროლიტები ჩვენს გარშემო და ჩვენს ორგანიზმში

! ჩაატარეთ პრაქტიკული სამუშაო და გამოიკვლიეთ ელექტროლიტია თუ არა ლიმონმჟავას წყალხსნარი?
პრაქტიკული სამუშაოს ინსტრუქცია მოცემულია 2-3 გაკვეთილში.სამუშაოს შესასრულებლად ეს ვიდეოც დაგეხმარებათ

დააწკაპუნეთ ამ გზავნილს, ნახეთ სხვა სკოლის მოსწავლის მიერ გაკეთებული სიუჟეტი-ნაწყვეტი ფილმიდან "რას ფიქრობს ქალი". თქვენი ზრით: რატომ ატარებს დენს ადამიანის ორგანიზმი?.

! მიღებული ცოდნისა და ჩატარებული სამუშაოს სისტემაში მოყვანის მიზნით დაწერეთ თემა :
„ელექტროლიტები ჩვენ გარშემო და ჩვენს ორგანიზნში".

თემაში უნდა იყოს განხილული შემდეგი საკითხები:
ექსპერიმენტის მეშვეობით ნივთიერებების ელექტროგამტარობაზე დაკვირვება ( გაკვ।2-1ექსპერიმენტი -1). მიღებული მონაცემების მიხედვით ნივთიერებაში დენის გატარების მიზეზის ახსნა. რამოდენიმე ნაერთის და მისი წყალხსნარის ელექტროგამტარობაზე პრაქტიკული სამუშაოს შესრულება(სავ।5।გვ।39). მიღებული მონაცემების მიხედვით ნაერთების დაჯგუფება :ელექტროლიტებად და არაელექტროლიტებად.
ელექტროლიტური დისოციაციის პროცესის ახსნა.
გამოკვლევა თუ,რატომ არის სასმელი წყალი ელექტროლიტი, ხოლო გამოხდილი კი არა.
რატომ არის სასურველი ვარჯიშის შემდეგ დალიო არა სუფთა , არამედ სითხე რომელიც შეიცავს იონებს ანუ ელექტროლიტს.
ყურადღების გამახვილება საქართველოს მინერალურ წყლებზე. მათი შედგენილობის გამოკვლევა და ერთმანეთთან შედარება:განაპირობებს , თუ არა,მათი შედგენილობა სამკურნალო თვისებებს და გემოს.

ექსპერიმენტის ჩატარება ბოსტნეულისგან ელექტროენერგიის მიღებაზე.
როგორ გავანათოთ სადღესასწაულო მაგიდა ლიმონით?-გამოიყენე ეს გზავნილი .
შედგება საინტერესო- შემეცნებითი პრეზენტაცია.
შეფასდება რამდენად ორიგინალურად იქნება გადმოცემული თეორიული ცოდნა და განთავსებული ინფორმაცია ინტერნეტში.
სამუშაოს შესრულებაში დაგეხმარებათ ეს ბმულები:
ლიმონი-ელექტროლიტია
პრაქტიკული სამუშაო
სამი ჯგუფის ნამუშევარი
http://sciencenick.blogspot.com/

Friday, October 30, 2009

რატომ ვეძახით ამ ნიშანს @ ძაღლუკას,ლეკვს და ა.შ?

იტალიურად არის კიოჩოლა (chiocciola), რაც (ასე მახსოვს) ლოკოკინას ბუდეს ნიშნავს. აი, უკან რომ აქვს მოკიდებული და მართლაც რომ წააგავს @-ს.



Tuesday, October 20, 2009

ანიმაციური ფანტაზია

საინტერესო ფლეშ-ანიმაცია. გადადით ამ ვებ-გვერდზე  http://soytuaire.labuat.com/
დაელოდეთ გვერდის ჩატვირთვას, ეკრანის ცენტრში დააწკაპუნებთ Play და შემდეგ უბრალოდ ამოძრავეთ მაუსი.

Sunday, October 18, 2009

მოსწავლეთა შეხედულებები



შეავსე კითხვარი:
! შენს თავს მიიჩნევ"ძლიერ მოსწავლედ","საშუალო მოსწავლედ" თუ ისეთ "მოსწავლედ,რომელსაც სიძნელეები აქვთ".
!შენი აზრით რა ხდება როცა მოსწავლეები ჯგუფურად მუშაობენ?
!სასარგებლო იქნება თუ არა შენთვის ჯგუფური მუშაობა?რატომ ფიქრობ ასე?
!რა ტიპის მოსწავლეებისათვის იქნება სასარგებლო ჯგუფური მუშაობა?
!რა ტიპის მოსწავლეებისათვის იქნება უსარგებლო ჯგუფური მუშაობა?რატომ ფიქრობ ასე?