Wednesday, May 26, 2010

ნაჯერი ნახშირწყალბადები


ორგანულ ნივთიერებებს,რომელთა მოლეკულები შედგება  ნახშირბადისა და წყალბადის ატომებისაგან, ნახშირწყალბადები ეწოდება.
ნახშირწყალბადებს, რომლებშიც ნახშირბადატომები მხოლოდ მარტივი კოვალენტური ბმებით უკავშირდება ერთმანეთს ნაჯერი ნახშირწყალბადები,ანუ ალკანები ეწოდება.ალკანების ჯგუფის პირველი წარმომადგენელია მეთანი.
IUPAC-Internacional Union of Pure and Applied Chemistry.
იუპაკ-ჩამოყალიბდა 1919 წელს.მისი ამოცანაა საერთაშორისო კვლევების შეთანხმება და სტანდარტიზაცია.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ნომენკლატურის შექმნა ქიმიური ნაერთებისათვის.
მოუსმინეთ ყურადღებით პედაგოგს,მართალია ინგლისურ ენაზეა,მაგრამ თქვენთვის გაუგებარი არ იქნება .ის ნამდვილად ხელს შეუწყობს თქვენი ცოდნის განმტკიცებას.
ალკანების ჰომოლოგიური რიგი
საერთაშორისო ნომენკლატურის შემოღება სწორედ ამისთვის იყო საჭირო.



თითქმის ყველა სახლში არის აირის ღუმელი. იცით თუ არა რომ ბუნებრივი აირის ძირითადი შემადგენელი ნივთიერებაა მეთანი?
პროპანი  და ბუტანი სახლფურგონებისა და კემპინგის ღუმელებში გამოიყენება, ამისათვის მათ მაღალ წნევაზე ათხევადებენ და ბალონებში ინახავენ.


 იზომერია და ნომენკლატურა.



დავალება:

რატომ არა აქვს პროპანს იზომერები?

რამდენი იზომერი აქვს ბუტანს,პენტანს,ჰექსანს,ჰეპტანს,ოქტანს?




Saturday, May 15, 2010

ორგანული ნაერთები


ადამიანი უძველესი დროიდან სხვადასხვა დანიშნულებით იყენებს წყალს,შაქარს,თაფლს,ძმარს, სპიურტს, ცხიმს და ბევრ სხვა ნივთიერებას।მის მიერ შეცნობილი და გამოყენებული ნივთიერებების რიცხვი სწრაფად იზრდებოდა ბუნებაში მათი წარმოქმნისა და თვისებების გათვალისწინებით ნივთიერებები დაყვეს ორ ჯგუფად-არაორგანულ და ორგანულ ნივთიერებებად. შვედი მეცნიერის ი. ბერცელიუსის წინადადებით (1806წ),ორგანული ეწოდა იმ ნივთიერებებს, რომლებიც წარმოიქმნა მცენარის ან ცხოველის ორგანიზმში.
ორგანული ქიმია უპირისპირდება არაორგანულ ქიმიას, რომელიც შეისწავლის მინერალური სამყაროს ნაერთებს.
მეცნიერების განვითარებას თან ერთად ცნობილი გახდა(1828წ),რომ ცოცხალი ორგანიზმი არაა ერთადერთი გარემო ,სადაც შეიძლება ორგანული ნაერთის წარმოქმნა.მაგ.,ფრიდრიხ ველერმა არაორგანული ნივთიერებებიდან რამოდენიმე ორგანული ნაერთი მიიღო, მათ შორის მჟაუნმჟავა, რომელიც გვხვდება მცენარეებში .ამჟამად სინთეზირებული ორგანული ნივთიერებები უფრო მეტია, ვიდრე ბუნებრივი.
ბალერინას ფეხსაცმელი (პუანტები) შეღებილია სინთეზური საღებავი მოვეინით,რომელიც 1856წელს ინგლისელმა ქიმიკოსმა უილიამ პერკინმა მიიღო ნავთობის გადამუშავებით.
ბუნებრივი საღებავი ენდროთი იღებება სააღდგომო კვერცხები.
ადამიანს ყოველდღიურად გარკვეული რაოდენობის ორგანული ნივთიერებები -ვიტამინები და მინერალები სჭირდება, რომლებსაც ის საკვებით:ბოსტნეული და ხილით იღებს ან იგივე შემადგენლობის ხელოვნურად მიღებულ აბებს.
დავალება:გერმანელმა მეცნიერმა ფრიდრიხ ველერმა 1828წელს პირველმა მიიღო არაორგანული ნივთიერებისაგან ორგანული ნაერთი.ველერმა ვერ გაბედა თავისი აღმოჩენის გამოქვეყნება.მოიძიე ინფორმაცია:რომელი არაორგანული ნივთიერებიდან მიიღო ველერმა ორგანული ნივთიერება და რა გახდა აღმოჩენის დროებით დაფარვის მიზეზი?

Tuesday, April 27, 2010

არამეტალები, მათი მნიშვნელოვანი ნაერთები და გამოყენება

ვისწავლოთ გაკვეთილი 3-7.
ჰალოგენები.
ჟანგბადი და გოგირდი.
აზოტი და ფოსფორი.
ნახშირბადი და სილიციუმი.

ჰალოგენები მიეკუთვნება არამეტალთა ძალზე აქტიურ ჯგუფს,რომლის ნებისმიერი წევრი მარტივი ნივთიერების სახით ტოქსიკურია,აღიზიანებს თვალებს,სასუნთქ გზებს,ხოლო ჭარბი კონცენტრაციისას იწვევს სიკვდილს.
იცით, თუ არა:
რომელი ნივთიერების ნაკლებობა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებას-ჩიყვს?
რა ზომებს უნდა მივმართოთ ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად?
რომელი ნივთიერება გამოიყენება სასმელი წყლისა და საცურაო აუზების დეზინფიცირებისათვის?
აქვს თა არა ამ ნივთიერებას უარყოფითი შედეგები?
რომელი არამეტალის შემცველი კბილის პასტა უნდა ვიხმაროთ, რომ დავიცვათ კბილის ემალი დაშლისაგან?
ხელოვნების ნიმუშებს და სამუზეუმო ექსპონატებს როგორ პირბებში ინახავენ,რომელ აირში,რომ არ დაზიანდნენ?
რა მსგავსება და განსხვავებაა ალმასსა და გრაფიტს შორის?და სხვ.



ნისლიან საღამოს ავტომობილის ფარები მკაფიოდ ანათებს।ასეთი ნათების საშუალებას აირები-ჰალოგენები იძლევა.

მოვიძიოთ ინფორმაცია :
ითვლება თუ არა მჯავა წვიმები გლობალური ეკოლოგიური პრობლემა?რომელი ოქსიდების არსებობა ხელს უწყობს ამ პრობლემის წარმოქმნას?

ოზონის დამცავი ფენის გარეშე სიცოცხლე შესაძლებელი იქნებოდა ?

რა იწვევს გლობალურ დათბობას?
დავალების შესასრულებლად დაიხმარეთ თქვენი მეგობრების პოსტები:
http://ekologiaaa.blogspot.com/

http://elene-ej.blogspot.com/
http://chemistrylovermari.blogspot.com/
მარის პოსტი

Thursday, March 4, 2010

ეს საინტერესოა!

სცადე გალვანური ელემენტის დამზადება:

რა შეცდომას უშვებს გამხმოვანებელი?

რატომაა თეთრი ქაღალდი თეთრი ფერის?

Monday, February 1, 2010

არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასები

დღეისათვის   უამრავი ნივთიერებაა  ცნობილი. მსგავსი  შედგენილობისა  და  ქიმიური თვისებების მქონე ნივთიერებები  ცალკ-ცალკე  დააჯგუფეს და ამ ჯგუფებს  „კლასები“  უწოდეს. ასე შედგა  ნაერთთა  4   ძირითადი  კლასი- ოქსიდების, მჟავეების, ფუძეებისა  და მარილების.
გაგრძელება ნახეთ ამ გზავნილზე- არაორგანულ ნაერთთა ძირითადი კლასები

დავალების შესრულების დროს გამოიყენე სხნადობის ცხრილი

Tuesday, January 12, 2010

დავაკვირდეთ სხვადასხვა ნივთიერებების ელექტროგამტარობას

სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით გამოვიკვლიოთ , რომელი ნივთიერება ატარებს და რომელი არ ატარებს ელექტრულ დენს.თუ ნივთიერება ელექტრულ დენს ატარებს, მოცემულ ხელსაწყოზე მოთავსებული ნათურა აინთება.




მყარი შაქარი , მარილი და ტუტე ნათურას არ ანათებს ე. ი.აღებული ნივთიერებები მყარ მდგომარეობაში დენს არ ატარებენ.საინტერესოა, გაატარებს თუ არა დენს ამ ნივთიერებების წყალხსნარები?
მარილის , ტუტის და მჟავის წყალხსნარმა ნათურა აანთო, ე. ი. ამ ნივთიერებების წყალხსნარები დენს ატარებენ.
ნივთიერების წყალხსნარი, რომელიც ელექტრულ დენს ატარებს -ელექტროლიტი ეწოდება.



სპირტი , შაქარის წყალხსნარი და გამოხდილი წყალი არაელექტროლიტია-ნათურა არ აინთო.
გამოვიკვლიოთ რატომ ატარებს ელექტრულ დენს სუფრის მარილის წყალხსნარი?
სუფრის მარილის წყალში გახსნის მექანიზმი:
!წყლის დიპოლები (პოლარული მოლეკულა დადებითი და უარყოფითი პოლუსით)ორიენტირდება მარილის კრისტალის იონების მიმართ საწინააღმდეგო ნიშნის პოლუსით.
! წყლის დიპოლი დადებითი პოლუსით იზიდავს ქლორის უარყოფით იონებს, უარყოფითი პოლუსით კი ნატრიუმის დადებით იონებს.
! კრისტალში იონებს შორის მიზიდვის ძალები თანდათან სუსტდება და ბმა წყდება.
წყლის დიპოლებით გარშემორტყმული ნატრიუმის დადებითი და ქლორის უარყოფითი იონები წყალში გადადიან და თავისუფალ მოძრაობას იწყებენ.
წყლის დიპოლებით გარშემორტყმულ იონებს-ჰიდრატირებული იონები ეწოდება.



როდესაც
ჩვენს მიერ გაკეთებულ მოწყობილობას ელექტრულ წრედში ჩავრთავთ, დადებითად დამუხტული იონები მოძრაობს უარყოფითი ელექტროდისაკენ, უარყოფითად დამუხტული იონი კი გადაადგილდება დადებითი ელექტროდისაკენ.სწორედ ელექტროდებისაკენ იონთა მიმართული მოძრაობა განაპირობებს ხსნარში ელექტრული დენის გატარებას, რის შედეგადაც ნათურა ინთება.
ე.ი.ნივთიერების ელექტროგამტარობა განპირობებულია მასში იონების არსებობით.
რთულ ნივთიერებებს, რომლებიც წყალში გახსნისას ან გალღობისას იონებად იშლება და ამიტომ ელექტრულ დენს ატარებენ, ელექტროლიტები ეწოდება.
რთულ ნივთიერებებს, რომლებიც წყალში გახსნისას ან გალღობისას იონებად არ იშლება და ამიტომ ელექტრულ დენს არ ატარებენ, არაელექტროლიტები ეწოდება.

წყალში გახსნისას ან გალღობისას ელექტროლიტის იონებად დაშლას ელექტროლიტური დისოციაცია ეწოდება.





ქლორწყალბადის წყალხსნარის ელექტროლიტური დისოციაციის მექანიზმი(გვ।44):




წარმოიქმნება წყალბადის და ქლორის ჰიდრატირებული იონები.







ელექტროლიტებისა და არაელექტროლიტების ცნება (ისევე, როგორც ტერმინი "იონები")შემოიღო ინგლისელმა ფიზიკოსმა მაიკლ ფარადეიმ 19 საუკუნის 30-იან წლებში.

დაათვალიერე შენი თანატოლების მიერ დადებული პოსტები ამ თემაზე:
ანი შიო
გიორგი გვანცა
გუგა ჯგუფი
გიორგი ბექა
ნიკა ჯგუფი oto
ანა ლაშა
ელენე ჯგუფები
მარიამი
" ელექტროლიტები ჩვენს გარშემო და ჩვენ ორგანიზმში"



Saturday, November 28, 2009

ელექტროლიტები ჩვენს გარშემო და ჩვენს ორგანიზმში

! ჩაატარეთ პრაქტიკული სამუშაო და გამოიკვლიეთ ელექტროლიტია თუ არა ლიმონმჟავას წყალხსნარი?
პრაქტიკული სამუშაოს ინსტრუქცია მოცემულია 2-3 გაკვეთილში.სამუშაოს შესასრულებლად ეს ვიდეოც დაგეხმარებათ

დააწკაპუნეთ ამ გზავნილს, ნახეთ სხვა სკოლის მოსწავლის მიერ გაკეთებული სიუჟეტი-ნაწყვეტი ფილმიდან "რას ფიქრობს ქალი". თქვენი ზრით: რატომ ატარებს დენს ადამიანის ორგანიზმი?.

! მიღებული ცოდნისა და ჩატარებული სამუშაოს სისტემაში მოყვანის მიზნით დაწერეთ თემა :
„ელექტროლიტები ჩვენ გარშემო და ჩვენს ორგანიზნში".

თემაში უნდა იყოს განხილული შემდეგი საკითხები:
ექსპერიმენტის მეშვეობით ნივთიერებების ელექტროგამტარობაზე დაკვირვება ( გაკვ।2-1ექსპერიმენტი -1). მიღებული მონაცემების მიხედვით ნივთიერებაში დენის გატარების მიზეზის ახსნა. რამოდენიმე ნაერთის და მისი წყალხსნარის ელექტროგამტარობაზე პრაქტიკული სამუშაოს შესრულება(სავ।5।გვ।39). მიღებული მონაცემების მიხედვით ნაერთების დაჯგუფება :ელექტროლიტებად და არაელექტროლიტებად.
ელექტროლიტური დისოციაციის პროცესის ახსნა.
გამოკვლევა თუ,რატომ არის სასმელი წყალი ელექტროლიტი, ხოლო გამოხდილი კი არა.
რატომ არის სასურველი ვარჯიშის შემდეგ დალიო არა სუფთა , არამედ სითხე რომელიც შეიცავს იონებს ანუ ელექტროლიტს.
ყურადღების გამახვილება საქართველოს მინერალურ წყლებზე. მათი შედგენილობის გამოკვლევა და ერთმანეთთან შედარება:განაპირობებს , თუ არა,მათი შედგენილობა სამკურნალო თვისებებს და გემოს.

ექსპერიმენტის ჩატარება ბოსტნეულისგან ელექტროენერგიის მიღებაზე.
როგორ გავანათოთ სადღესასწაულო მაგიდა ლიმონით?-გამოიყენე ეს გზავნილი .
შედგება საინტერესო- შემეცნებითი პრეზენტაცია.
შეფასდება რამდენად ორიგინალურად იქნება გადმოცემული თეორიული ცოდნა და განთავსებული ინფორმაცია ინტერნეტში.
სამუშაოს შესრულებაში დაგეხმარებათ ეს ბმულები:
ლიმონი-ელექტროლიტია
პრაქტიკული სამუშაო
სამი ჯგუფის ნამუშევარი
http://sciencenick.blogspot.com/

Friday, October 30, 2009

რატომ ვეძახით ამ ნიშანს @ ძაღლუკას,ლეკვს და ა.შ?

იტალიურად არის კიოჩოლა (chiocciola), რაც (ასე მახსოვს) ლოკოკინას ბუდეს ნიშნავს. აი, უკან რომ აქვს მოკიდებული და მართლაც რომ წააგავს @-ს.



Tuesday, October 20, 2009

ანიმაციური ფანტაზია

საინტერესო ფლეშ-ანიმაცია. გადადით ამ ვებ-გვერდზე  http://soytuaire.labuat.com/
დაელოდეთ გვერდის ჩატვირთვას, ეკრანის ცენტრში დააწკაპუნებთ Play და შემდეგ უბრალოდ ამოძრავეთ მაუსი.

Sunday, October 18, 2009

მოსწავლეთა შეხედულებები



შეავსე კითხვარი:
! შენს თავს მიიჩნევ"ძლიერ მოსწავლედ","საშუალო მოსწავლედ" თუ ისეთ "მოსწავლედ,რომელსაც სიძნელეები აქვთ".
!შენი აზრით რა ხდება როცა მოსწავლეები ჯგუფურად მუშაობენ?
!სასარგებლო იქნება თუ არა შენთვის ჯგუფური მუშაობა?რატომ ფიქრობ ასე?
!რა ტიპის მოსწავლეებისათვის იქნება სასარგებლო ჯგუფური მუშაობა?
!რა ტიპის მოსწავლეებისათვის იქნება უსარგებლო ჯგუფური მუშაობა?რატომ ფიქრობ ასე?

Tuesday, October 13, 2009


გაინტერესებთ სწორად იღებთ თუ ხარჯავთ კალორიებს? მაშინ დააწკაპუნეთ ამ გზავნილს: http://caloriescount.com/Mod_my_plan_assessment.aspx

Tuesday, October 6, 2009

ინტერნეტი არის მოსწავლეების სწავლის გაძლიერების ინსტრუმენტი.

ტექნოლოგიების როლი ადამიანის ცხოვრებაში დიდი ტემპებით იზრდება. ინტერნეტი ფაქტიურად შლის საზღვრებს ვირტუალურ და რეალურ სამყაროს შორის. ინტერნეტი გადაიქცა ვირტუალურ სივრცედ, სადაც ადამიანები ურთიერთობენ თანამშრომლებთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან. ინტერნეტი არის მოსწავლეების სწავლის გაძლიერების, მათი კომუნიკაციისა და სოციალიზაციის ინსტრუმენტი.

იცვლება სწავლის გარემოს ხედვა. სწავლის გარემო აღარ არის შეზღუდული ფიზიკური სივრცით. მისი შემადგენელი ნაწილია ვირტუალური სივრცე, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს და მასწავლებლებს ”გავიდნენ” საკლასო ოთახის კედლებს გარეთ და დაუკავშირდნენ მთელ მსოფლიოს. აქვე აღნიშნულია, რომ ვირტუალურ სივრცეში მოსწავლეებისათვის გაცილებით მიმზიდველია მოქნილი, თავისუფალი ინსტრუმენტები და არა კომერციული პროდუქტები, მაგალითად, სხვადასხვა სახის სწავლის მართვის სისტემები (learning management systems).

ანგარიშში გამოყოფილია ექვსი ტექნოლოგია, რომლებიც ყველაზე დიდ გავლენას მოახდენენ განათლებაში უახლოეს ხუთ წელიწადში. ეს ტექნოლოგიებია:

ინტერნეტის მობილური მოწყობილობები (რომელთა საშუალებით ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტის სრული კონტენტი)

პრივატული ”ღრუბელი” (cloud computing-ის უსაფრთხო გარემო)

ღია კონტენტი (ტრადიციულ სახელმძღვანელოებთან ერთად სწავლაში ფართოდ გამოიყენება ინტერნეტში არსებული ღია საგანმანათლებლო ინფორმაცია. ბლოგები ასეთი გამოყენების ერთ-ერთი მაგალითია)

ვირტუალური, გაფართოებული და ალტერნატიული რეალობები (ეს არის სხვადასხვა სიმულატორების, ვირტუალური ექსპერიმენტების, ვირტუალური თამაშების გამოყენების ფართე შესაძლებლობები)

ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სწავლა (მობილური მოწყობილობები ადვილად დაადგენენ მოსწავლის ფიზიკურ ადგილმდებარეობას და მიაწვდიან მას ამ ადგილისათვის რელევანტურ ინფორმაციას ანუ შესაძლებელი ხდება სწავლის სოციალურ კონტექსტთან დაკავშირება)

”ჭკვიანი” ობიექტები და მოწყობილობები (ეს მოწყობილობები ადვილად დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ინფორმაციისა და მედიის სხვადასხვა ობიექტებს)

Saturday, September 26, 2009




ჯანსაღი კვება
ცოცხალ ორგანიზმს ფუნქციონირებისა და არსებობისათვის ენერგია სჭირდება,ამიტომ ჯანმრთელმა ადამიანმა მრავალფეროვანი საკვები უნდა მიიღოს.
სასურველია, ნებისმიერმა ჩვენგანმა იცოდეს, რა ენერგიას ხარჯავს დღე-ღამის განმავლობაში და რა რაოდენობის ენერგია უნდა მიიღოს საკვებიდან,რომ თავი მხნედ და ჯანმრთელად იგრძნოს(ქიმია მე-9,გვ 16.სავ:3.).
ხშირად ჩვენ მაღაზიებში მზა საკვებ პროდუქტს ვყიდულობთ.ბევრი მათგანი ძირითად საკვებთან ერთად სხვადასხვა დანამატს შეიცავს. ეს დანამატებია:
! შემაკავშირებლები, რომლებიც პროდუქტს ფორმას აძლევს;
! კონსერვანტები, რომლებიც პროდუქტს გაფუჭებისგან იცავს;
! მღებავი საშუალებები, რომლებიც საკვებს სასიამოვნო პერს აძლევს, მაგალითად, ხილის წვენები;
! საგემოვნო დანამატები, რომლებიც საკვებს სასურველ გემოს ან სუნს აძლევს, მაგალითად, მარილი,ვანილი, პილპილი და სხვ.
ეს დანამატები ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო უნდა იყოს.
ამიტომ მათ სპეციალური გამოკვლევა უტარდება.
ყველა საკვებ პროდუქტს ეტიკეტზე აქვს წარწერა, რომელზეც მისი შედგენილობა,შენახვის ვადა და საკვების ენერგეტიკული ღირებულებაა მითითებული.
თუ მცენარეული წარმოშობის პროდუქტი უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის, მას უკეთდება წარწერა:"ეკოლოგიურად სუფთაა".
პროდუქტის ეტიკეტზე მოცემული საკვების ენერგეტიკული ღირებულება გამოსახულია კილოკალორიებით ან კილოჯოულებით.კილოკალორია გამოხატავს იმ ენერგიას,რომელიც ორგანიზმში საკვები პროდუქტის ქიმიური გარდაქმნის დროს გამოიყოფა.
! არ მოიხიბლო საკვები პროდუქტის მხოლოდ ლამაზი შეფუთვით.
! ყურადღებით წაიკიტხე საკვების ეტიკეტზე მისი ვარგისიანობის ვადა. ვადაგასული პროდუქტი საშიშია ჯანმრთელობისათვის.მან შეიძლება მოწამლვა გამოიწვიოს.
! გაითვალისწინე შენი ასაკის მოზარდისათვის აუცილებელი ენერგეტიკული მოთხოვნები და გამოიანგარიშე მიღებული პროდუქტის ენერგეტიკული ღირებულება.
! ნუ მიიღებ გაურკვეველი წარმოშობის საკვებს.
! საკვების მიღების წინ აუცილებლად დაიბანე ხელი.
! ხილი და ბოსტნეული კარგად გარეცხე გამდინარე წყალში.

Friday, September 25, 2009

110 წლის ქალბატონს ჰკითხეს მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლოს შესახებ,პასუხი
ერთმნიშვნელოვანი იყო:მაწონი



1. პროექტის სახელი: “მაწონი”

2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: პროექტის მონაწილეები იკვლევენ მაწვნის წარმოშობის ისტორიას,მის სასარგებლო თვისებებს,მისი მომზადების, მირთმევის, გამოყენების თავისებურებებს კულინარიაში,თეორიულად მიღებული ცოდნის გამოიყენებას პრაქტიკაში(ქიმიური რეაქციის მიმდინარეობის კანონზომიერებებს),მოძიებული ინფორმაციის განთავსებას ინტერნეტში.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ერთ-ერთ ცნობილ კერძს მაწონს. გამოიკვლევენ მაწონის წარმოშობის ისტორიას და ამ პროდუქტის სარგებლობას . გაიგებენ საქართველოს, რომელ კუთხეებში ამზადებენ მაწონს და რა ტრადიციები ახლავს მის დამზადებას. შეისწავლიან როგორ მიირთმევდნენ მაწონს საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში განსხვავებულ ეპოქებში.გამოიკვლევენ მაწონის კვებით ღირებულებას ,საჭირო ინგრედიენტებს მის დასამზადებლად, რა სახის ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს მაწვნის დამზადების დროს,რა პირობაა აუცილებელი ამ რეაქციის წარმართვისათვის და რა გარეგნული ნიშნით მიმდინარეობს ეს ქიმიური რეაქცია. შეფასდება მომზადების პროცესი. რამდენად იქნება დაცული ჰიგიენა და ტექნოლოგია,რამდენად ორიგინალურად იქნება გადმოცემული თეორიული ცოდნა. განათავსებენ მოძიებულ ინფორმაციას ინტერნეტში.

4. მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი

5. ვადები/ხანგრძლივობა: 01.09.2009 წელი- 01.10.2009 წელი

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ინფორმაციის შეგროვება,დამუშავება დახარისხება,ანალიზის,კომუნიკაციის,ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაუბის უნდა-ჩვევის განვითარება დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე,ნამუშევრების განთავსება ბლოგში .

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გამოიყენებენ კვლევის თანამედროვე მეთოდებს; ლიტერატურის მოძიებას და გამოყენებას; ექსპერიმენტის დაგეგმვას და წარმართვას,მონაცემთა შეგროვება-დამუშავებას; კრიტიკულ ანალიზს,დასკვნების გამოტანას. გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობას, შეისწავლიან web2.0 ის სერვისებს. შედგება საინტერესო- შემეცნებითი პრეზენტაციები.
სარეკლამო ბუკლეტის ან ვიდეო რგოლის გადაღება,რომელიც უამრავ ადამიანს გააცნობს მაწვნის სასარგებლო თვისებებს და შეუცყობს ხელს მის პოპულარიზაციას.

8. სარგებელი სხვებისთვის: გააცნობენ თავის თანატოლებს ინტერნეტის საშუალებით თავიანთ პროექტს.

9. სამუშაო ენა: ქართული.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში - ისტორიაში (შეისწავლიან საქართველოს კუთხეებს),გეოგრაფიაში (შეისწავლიან სხვა და სხვა კუთხეების გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას). ბიოლოგიაში(ბუნ.8.3) , ქიმიაში (ბუნ.9.10). საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინტერნეტში მასალების მოძიებით,დამუშავებით, პრეზენტაციების მომზადებით, ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით) და სხვ.